ქართულის გაკვეთლის გეგმა
ავტორი -V2
კლასის პედაგოგი ქეთევან ცოფურაშვილი
თემა:
,,ატმის კურკის ამბავი“ .
სასწავლო
რესურსი: მხატვრული ტექსტი G-PriEd-ის პაკეტიდან ,,ატმის კურკის ამბავი.
მიზანი
და შედეგი: შეძლონ
მხატვრული ტექსტის წაკითხვა და გაგება-გააზრება; გააცნობიერონ, რომ
ცუდი და დასაგმობია, როცა ადამიანებს სხვისი წარმატება, ნიჭი და უნარი სწყინთ, დაფიქრდებიან იმ პრობლემაზე, რაც არც თუ
იშვიათია მათ სასკოლო ცხოვრებაშიც. დაახასიათებენ და განარჩევენ ფაქტობრივ და სააზროვნო შეკითხვებს, იმსჯელებენ,
უნდა ეწყინოთ თუ არა სხვისი წარმატება, დაეუფლებიან ლექსიკურ ერთეულებს, დაასახელებენ და განმარტავენ
მოთხრობაში გამოყენებულ ფრაზეოლოგიზმებს: დროული, მოკუნტრუშებდა, ალიაქოთი, სახტად
დარჩა, სული და გული გამოატანა, ელდა ეცა, გულის მონადირება, ძილი გაუტყდა. იმსჯელებენ
მოთხრობის პერსონაჟებზე ტექსტის ფაქტობრივი ინფორმაციის საფუძველზე, გაიაზრებენ ტექსტის
სათქმელს, გაავლებენ პარალელს თემატურად მსგავს ნაწარმოებთან (თ.ჭანტურია, ლ. ქისტაური
,,სამაგიერო“, გ.ჩოხელის ,,გაღმივლები’’), შეძლებენ ფაქტობრივი (ზედაპირული) და სააზროვნო(ანალიტიკური)
შეკითხვების დასმას ტექსტის უკეთ გასააზრებლად. კითხვის, წერის, მსჯელობის, საკუთარი
აზრის გამოთქმის, პრეზენტაციის უნარების განვითარება.გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები
გაიგებენ, გაიაზრებენ, ახსნიან, დაახასიათებენ,
იმსჯელებენ.
ესგ შედეგი: 1) ზეპირმეტყველება -
ქართ.V.1.1. მოსწავლე ავლენს ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყის უნარს.
ქართ. V.1.4. მოსწავლეს აქვს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი
უნარი.
ქართ.V. 1.2. მოსწავლე ახორციელებს ჯგუფურ და ინდივიდუალურ
საკომუნიკაციო ამოცანებს.
ქართ. V. 1.5. მოსწავლე იცნობს
და იყენებს სადისკუსიო სტრატეგიებს.
2) კითხვა
-
ქართ. V. 2.1. მოსწავლე გააზრებულად
კითხულობს და ადეკვატურად იგებს სხვადასხვა ტიპის ტექსტებს.
3) წერა -
ქართ. V.3.1. მოსწავლე დამოუკიდებლად ქმნის სხვადსხვა
ტიპის ტექსტს
ქართ. V.3.2. განსაზღვრავს წერითი დავალების ამოცანას და ირჩევს ფუნქციურ
სტილს.
სწავლების საფეხური: დაწყებითი, მე-5 კლასი.
მოსწავლეთა პროფილი: კლასში 21 მოსწავლეა, სწავლების ჩვეულებრივი ტემპი
უმეტესობისთვის მისაღებია. მაშ შორის 1 სსსმ მოსწავლეა, მასთან ვიყენებ სწავლების დიფერენცირებულ
მიდგომას.
საჭირო
დრო: 45 წუთი
წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები: მოსწავლეები
ფლობენ კითხვის ტექნიკას, შეუძლიათ ტექსტის დამოუკიდებლად წაკითხვა, შეკითხვებზე პასუხის
გაცემა, საკუთარი ცოდნის წერილობით გადმოცემა,შეუძლიათ ფაქტობრივი და სააზროვნო შეკითხვების
დასმა მხატვრული /თხრობითი ნაწარმოების გასააზრებლად. (ნაწილს შეუძლი,ნაწილს უჭირს).
მოსწავლეთა დაჯგუფების ფორმა:
დიფერენცირებული ჯგუფები.
დიფერენცირებული დაჯგუფების კრიტერიუმები:
მოსწავლეები დაიყოფიან
სამ ჯგუფად შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ა) დიაგნოსტიკური ტესტირების შედეგები; ბ) საკლასო
განმავითარებელი შეფასების შედეგები; გ) საშინაო
დავალებების ანალიზი.
I ჯგუფი (7 მოსწავლე - „კარგი“ მკითხველები)
II ჯგუფი (7 მოსწავლე - „საშუალო“ მკითხველები)
III ჯგუფი (7 მოსწავლე - „სუსტი“ მკითხველები). (უჭირთ
კითხვა, გაგება-გააზრება, აქვთ მწირი ლექსიკური მარაგი, უჭირთ სააზროვნო შეკითხვების
დასმა და ნაწარმოების მთავარი თემის შესახებ მსჯელობა).
გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდები/სტრატეგიები/აქტივობები:
გონებრივი იერიში
მოდელირება ხმამაღლა ფიქრით (შეკითხვების დასმაზე)
მოთხრობის რუკის შევსება
ვარაუდების გამოთქმა
დაფიქრდი-დაწყვილდი-გაუზიარე
სიტყვის პირამიდა
კომიქსი
T-სქემის შევსება
დისკუსია
შევადაროთ მოთხრობები
ინტერვიუ პერსონაჟთან (5-წუთიანი წერა)
საშინაო დავალება.
საჭირო მასალები/რესურსები:
მხატვრული ტექსტები G-PriEd-ის პაკეტიდან ,,სამაგიერო’’ და ,,ატმის კურის
ამბავი’’, დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები, აქტივობის ბარათები, კალამი, ფერადი ფანქრები, რვეული, ფერადი ბარათები, დავალების ფურცლები, შეკითხვების
დასახარისხებელი T-სქემა დიდ ფორმატიან
ქაღალდზე, აქტივობის
ბარათები.
გაკვეთილის
მსვლელობა
აქტ
1. გაკვეთილის თემისა
და მიზნების წარდგენა.
მასწავლებელი მოსწავლეებს
აცნობს ფორმატზე დაწერილ გაკვეთილის თემასა და მიზნებს.
თემა: თანატოლთა
შორის ურთიერთობა - როგორ მაჯობა; სიკეთე-ბოროტების წილ. წავიკითხოთ და გავიაზროთ მოთხრობა „ატმის კურკის ამბავი“.
ვისწავლოთ ფაქტობრივი
და სააზროვნო შეკითხვების დასმა .
დისკუსია -
უნდა გვეწყინოს თუ არა სხვისი წარმატება.
I ფაზა
აქტ. 2. თემატური გამოწვევა-წინარე
ცოდნის გააქტიურება. მოსწავლეებს ვეკითხები, მათ აზრით, სწორად განვსაზღვრე ,სწორად
მივაქციე ყურადღება თანატოლთა თუ თანაკლასელთა შორის ურთიერთობის ასეთ მხარეს. უჩნდებათ ხოლმე ასეთი ფიქრი, შეიძლება
იშვიათად, მაგრამ მაინც. (პასუხობენ), შემდეგ გაიხსენებენ ახლახან ნასწავლ ნაწარმოებებს:
,,სამაგიეროს’’, ,,გაღმივლებს’’.
,,სამაგიეროსთან’’ დაკავშირებით
ვაკეთებთ მოთხრობის რუკას: პერსონაჟები, გარემოებები, ხმამაღლა ფიქრი,რატომ გააღიზიანა
პერსონაჟი გეგას მათ კლასში გადმოსვლამ, პირადი მაგალითი, ვაგრძელებთ შევსებას. ვსვამ
ფაქტობრივ და სააზროვნო შეკითხვებს, პრობლემის გადაწყვეტა-სიკეთე-ბოროტების წილ.
II
ფაზა
ვარაუდების
გამოთქმა -,,ატმის კურკის
ამბავი’’ რაზე შეიძლება იყოს ეს მოთხრობა? ალბათ,ცოტა ბუნდოვანია ეს სათაური დღევანდელი თემიდან გამომდინარე .
ბავშვებს ვაცნობ აქტივობებს ,რომლებსაც შემდეგ გავაკეთებთ,ვურიგებ
სამუშაო ფერად ფურცლებს, ტექსტს.
Iჯგ.
დაფიქრდი -დაწყვილდი-გაუზიარე.
დასვით 2 ფაქტობრივი,2 სააზროვნო შეკითხვა
ტექსტიდან ამოწერე ფრაზეოლოგიზმები(5) და განმარტე.
II ჯგ.
დაფიქრდი-დაწყვილდი -გაუზიარე
დასვით 2 ფაქტობრივი, 1სააზროვნო შეკითხვა
შეავსეთ სიტყვის პირამიდა(დროული).
III
ჯგ.
დაფიქრდი-დაწყვილდი-გაუზიარე
დასვით 1ფაქტობრივი,1 სააზროვნო შეკითხვა
ამოწერე წინადადება,საიდანაც ჩანს ლადოს ცუდი საქციელის
მიზეზი
თემოს-შექმენი კომიქსი, შერჩეული ეპიზოდები დაასათაურე.
მოსწავლეები სააზროვნო
და ფაქტობრივ კითხვებს აკრავენ დაფაზე გაკრულ ფორმატზე T-სქემაზე, კითხულობენ მეორე დავალებას. მოსწავლეები მსჯელობენ ტექსტის
შესახებ, უნდა გვეწყინოს თუ არა სხვისი წარმატება
და რა უფრო მნიშვნელივანია-ბოროტებას შურისძიებით
ვუპასუხოთ თუ პირიქით-სიკეთით. ვინ არის კეთილი ადამიანი, გაიხსენეთ სულხან-საბა
ორბელიანი როგორ ახასიათებს კეთილ ადამიანს. მასწავლებელი აკრავს დაფაზე სქემას - შევადაროთ
მოთხრობები და მოსწავლეების პასუხებით ავსებს.
III ფაზა
ინტერვიუ პერსონაჟთან-5-წუთიანი
წერა.
მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვნებს ფერად აქტივობის ბარათს-ინტერვიუ
პერსონაჟთან, შემდეგ ურიგებს მათ სამუშაო ფურცლებს. დაფაზე აკრავს ფორმატს ,,ნორჩი
ჟურნალისტი’’, მოსწავლეები კითხულობენ შესრულებულ დავალებას და ფერად ფურცლებს აკრავენ
ამ ფორმატზე.
I ჯგ.
მოამზადე 3 შეკითხვა ,რომლებსაც დაუსვამდი მოთხრობის
პერსონაჟებს. წარმოიდგინე თავი ერთ-ერთი პერსონაჟის როლში და დაწერე სავარაუდო პასუხი,
რომელიც, შენი აზრით, შეესაბამება მის მოქმედებას.
II ჯგ.
მოამზადე 2 შეკითხვა, რომლებსაც დაუსვამდი მოთხრობის პერსონაჟებს. წარმოიდგინე თავი
ერთ-ერთი პერსონაჟის როლში და დაწერე სავარაუდო პასუხი, რომელიც, შენი აზრით, შეესაბამება
მის მოქმედებას.
III ჯგ.
მოამზადე 2 შეკითხვა, რომლებსაც დაუსვამდი მოთხრობის პერსონაჟებს. წარმოიდგინე
თავი ერთ-ერთი პერსონაჟის როლში და დაწერე სავარაუდო პასუხი,
რომელიც,
შენი აზრით, შეესაბამება
მის მოქმედებას.
საშინაო დავალება - დაწერეთ მოთხრობის 1 ან 2 აბზაციანი გაგრძელება. წარმოიდგინეთ, როგორი იქნება მოთხრობის პერსონაჟების
ურთიერთობა შემდეგში.
შეფასების საგანი და
პროცედურები - მოსწავლის წარმატებას (კარგი / საშუალო / დამაკმაყოფილებელი) დავადგენ იმის მიხედვით, როგორ ახერხებს:
1.
წინარე
მასალის ცოდნის გამომჟღავნებას
2.
ცოდნის
გამოყენებას
3.
აქტივობებში
მონაწილეობას
4.
პრეზენტაციის
უნარის წარმოჩენას.
წყვილებსა და ჯგუფებში მუშაობის წესები:
1.
ვიცავთ
სიმშვიდეს.
2.
ვთანამშრომლობთ
ერთმანეთთან.
3.
სწორად
ვასრულებთ დავალებას.
4.
მუშაობის
პროცესში ვიყენებთ ფერად ბარათებს.
5.
ვიცავთ
დროის ლიმიტს.
6.
წარმოვადგენთ
ნამუშევარს.
ილია ჭავჭავაძე
კაცია-ადამიანი?!
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის
ტიპი
|
პრობლემაზე ორიენტირებული
|
საგანი
|
ქართული
ენა და ლიტერატურა
|
მასწავლებელი
|
თინა
ბურკაძე
|
კლასი
|
მე-11
|
მოსწავლეთა
რაოდენობა
|
30
|
სპეციალური
საჭიროების მქონე
|
არა
|
თემა
|
ილია
ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანისა?!“ და აკა მორჩილაძის „მოგზაურობა კახეთში“ შედარება
-შეპირისპირება.
|
სასწავლო
მიზანი
|
ერთსა
და იმავე თემასა და პერსონაჟებზე შექმნილი მოთხრობების შედარება;
ანალიზის,
კრიტიკული აზროვნების, პრეზენტაციის უნარების განვითარება, პრობლემის გამოკვეთა და
გადაჭრა
|
კავშირი
ესგ-სთან
|
ქართ
1. მკაფიოდ, ცხადად და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის არსს, საკუთარ
და ჯგუფის მოსაზრებას.
ქართ.
1.იყენებს სხვადასხვა სახის საორგანიზაციო მოდელებს ( შედარება-შეპირისპირების).
ქართ.2.
გამოაქვს დასკვნა როგორც საკუთარი, ისე სხვების მსჯელობიდან.
ქართ.3
აუდამაჯერებელი ერგუმენტაციით ცდილობს მსმენელის დარწმუნებას.
ქართ.4.
ამზადებს ტექსტს წინასწარ, აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე;ძირითადი იდეისა თუ ინფორმაციის
ანალიზისათვის მოიპოვებს საჭირო მასალას.
|
გაკვეთილის
რაოდენობა
|
1
გაკვეთილი
|
რესურსები
|
ტექსტები:
ილია ჭავჭავაძე „კაცია-ადამიანი“, აკა მორჩილაძე „მოგზაურობა კახეთში“, საპრეზენტაციო
ფორმატი, კომიქსი „კაცია-ადამიანიდან“,მოთხრობების შედარების სქემა.
|
შეფასების ფორმები
|
მიმდინარე განმავითარებელი, მიმდინარე განმსაზღვრელი
|
|||||
წინარე ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან „კაცია-ადამიანი?!“, შეუძლიათ ნაცნობი თუ უცნობი
ტექსტების შედარება-შეპირისპირება, გააზრება, გაანალიზება, გამოაქვთ დასკვნები, აქვთ
თანამშრომლობის უნარი,
|
|||||
გაკვეთილის მსვლელობა
|
აქტივობა
|
მიზანი
|
დრო
|
ორგანიზების ფორმა
|
რესურსი
|
შეფასების ფორმა
|
პირველი ფაზა
|
აქტივობა 1.საორგანიზაციო საკითხები; თემისა და მიზნის განსაზღვრა
|
გაკვეთილისთვის მოსწავლეთა მობილიზება
|
2 წთ.
|
საკლასო
|
ჟურნალი
|
|
აქტივობა 2. კომიქსების წარდგენა
აქტივობა 3. როლში ლუარსაბისა
და მწერლის გაპაექრება
|
შემოქმედებითი და ფანტაზიის უნარის განვითარება
განწყობის შექმნა
|
3 წთ.
2 წთ.
|
ჯგუფური
როლური
|
კომიქსები
|
მე-2 ფაზა
|
აქტივობა 4 საშინაო დავალების წაკითხვა
აქტივობა5.კლასისთვის დასმული ორიოდე კითხვის შემდეგ აკა მორჩილაძის “მოგზაურობა კახეთში“ წაკითხვა
პაუზებით, ვარაუდების გამოთქმა.
აქტივობა 6.სქემის მიხედვით მოთხრობების პერსონაჟთა შედარება, დასკვნის
გამოტანა
|
„კაცია-ადამიანში“ დასმული პრობლემის მოსწავლეებისეული გადაწყვეტა
მოსწავლეთა ფანტაზიისა და ლოგიკური აზროვნების განვითარება
ანალიზის,კრიტიკული აზროვნების, შედარების უნარების განვითარება თანამშრომლობისა
და სხვათა აზრების გაზიარების უნარების განვითარება
|
5 წთ.
10 წთ
10 წთ..
|
საკლასო
საკლასო
ჯგუფური
|
რვეული
„მოგზაურობა კახეთში“
შედარების სქემა
|
განმავითარებელი
განმავითარებელი
|
მე-3 ფაზა
|
აქტივობა მე-7 პრეზენტაცია
გაკვეთილის დასასრულს მასწავლებელი აჯამებს მოსწავლეების მიერ პრობლემის,
ახალი ტექსტის ირგვლივ გამოთქმულ მოსაზრებებს.
შეფასება
საშინაო დავალება 3,2,1
3 რამ, რითაც გამოირჩეოდა ეს გაკვეთილი, 2 რამ, რაცზეც კითხვები დამებადა,ბუნდოვანი
დარცა, 1 რამ, რასაც გავითვალისწინებ ცხოვრებაში, რაზედაც ვიმსჯელებ.
|
აუდიტორიასთან
ურთიერთობის, პრეზენტაციის უნარების განვითარება
|
10 წთ.
2 წთ.
1 წთ.
|
ნიმუში
ჯგუფებში აქვთ.
|
საპრეზენტაციო ფორმატი
|
განმავითარებელი
განმსაზღვრელი
|
პირველი მოთხრობა
|
მეორე მოთხრობა
|
|
სათაური
|
||
მთავარი პერსონაჟების
თვისებები
|
||
პრობლემა
|
||
პრობლემის გადაწყვეტა
|
||
მწერლების დამოკიდებულება
პერსონაჟებისადმი
|
||
ერთი საერთო დასკვნა
რჩევის სახით
|
რევაზ ინანიშვილი
,,ჩიტების გამომზამთრებელი"
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის
ტიპი
|
სტანდარტული 22.12.2017
|
|||||
საგანი
|
ქართული ენა და ლიტერატურა
|
|||||
მასწავლებელი პირადი ნომერი
|
ქეთევან ცოფურაშვილი
01008027802
|
|||||
სწავლების საფეხური/ კლასი
|
საბაზო საფეხური, Vll-2
|
|||||
მოსწავლეთა
რაოდენობა
|
24
|
|||||
სპეციალური საჭიროების მოსწავლე
|
1
|
|||||
თემა
|
რევაზ ინანიშვილი-,,ჩიტების გამომზამთრებელი"
|
|||||
მიზანი
ა.სასწავლო
ბ.სააღმზრდელო
ტიპური განვითარება
|
მხატვრული ნაწარმოების გაგება-გააზრება, მასში დასმული პრობლემის ანალიზისა და მოგვარების , არგუმენტირებული მსჯელობისა და პერსონაჟის ქცევის
მოტივების განსაზღვრის უნარების გამომუშავება.,მოსაზრებების გამოთქმის, შემოქმედებითი,
დამოუკიდებელი მსჯელობისა და პრეზენტაციის უნარების განვითარება.
სამოქალაქო პასუხისმგებლობის
განვითარება
|
|||||
სასწავლო მიზანი/სწავლის შედეგები სსსმ მოსწავლისათვის
|
იმსჯელოს ნაწარმოების პერსონაჟზე და შეაფასოს გმირის საქციელი მასწავლებლის
დახმარებით, შექმნას მცირე ზომის ტექსტი (1 – 2 წინადადება) და სწორად დაწეროს იგი.
|
|||||
კავშირი ესგ-სთან, ტიპური განვითარება
|
ქართ.Vll. 1. მოსწავლეს შეუძლია უცნობი ინფორმაციის
შემცველი ტექსტების მოსმენა და ზეპირი ინფორმაციის
წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
ქართ.Vll. 2. მოსწავლეს შეუძლია სხვათა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით.
ქართ.Vll. 7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული
და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება,
მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა.
ქართ.Vll. 14. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების
გამოყენება ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის.
|
|||||
კავშირი ესგ-სთან
სსსმ მოსწავლისათვის
|
ქართ. IV. 2. მოსწავლეს შეუძლია გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება
მხატვრული ნაწარმოების მიმართ.
ქართ. IV. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მცირე ზომის ტექსტის შეთხზვა.
|
|||||
გაკვეთილის რაოდენობა
|
1
|
|||||
რესურსები
|
ტექსტი რევაზ ინანიშვილის
,,ჩიტების გამომზამთრებელი'', მწერლის ფოტო,
ფორმატი, კალმები, მარკერები, პერსონაჟის ანალიზისა და სეგმენტური მეთოდის
სქემები,ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკები.
|
|||||
წინარე ცოდნა
ტიპური განვითარება
|
მოსწავლეებმა იციან რეზო ინანიშვილის ,,ჩიტების გამომზამთრებელი'', შეუძლიათ წაკითხული ტექსტის ანალიზი, აქვთ თანამშრომლობისა
და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი, იყენებენ
სააზროვნო სქემებს, შეუძლიათ მხატვრული ტექსტის
მთავარი სათქმელის განსაზღვრა; აქვთ ჯგუფებსა და წყვილებში მუშაობის უნარი.
|
|||||
წინარე ცოდნა სსსმ მოსწავლისათვის
|
მოსწავლემ იცის რეზო ინანიშვილის ,,ჩიტების გამომზამთრებელი''.
შეუძლია იმსჯელოს ნაწარმოების პერსონაჟებზე მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი კუთხით (მისთვის ნაცნობი სიტყვების საშუალებით) მასწავლებლის
დახმარებით. აფასებს გმირის საქციელს (მისთვის ნაცნობი სიტყვების საშუალებით), შეუძლია სხვადასხვა სახის მცირე ზომის ტექსტის შეთხზვა.
|
|||||
შეფასების ფორმები
|
მიმდინარე განმავითარებელი; მიმდინარე განმსაზღვრელი
|
|||||
გაკვეთილის მსვლელობა
|
აქტივობა
|
მიზანი
|
დრო
|
ორგანიზების ფორმა
|
რესურსი
|
შეფასება
|
I ფაზა
ტიპური განვითარება
აქტივობა №1
I ფაზა- გამოწვევა სსსმ მოსწავლისათვის
აქტივობა №1
|
საორგანიზაციო საკითხები- გაკვეთილის მიზნის გაცნობა;
გამოწვევა-
მოსწავლეები იხსენებენ ტექსტს შემდეგი კითხვებით:
1.
რა არის აღწერილი მოთხრობაში?
ვინ არიან მოთხრობის პერსონაჟები?
დედის აზრით, რა როლი უნდა შეასრულოს მამამ
შვილების აღზრდაში ? ეთანხმებით
ამ აზრს?, რა უძღოდა წინ დედის განსაკუთრებულ
გაღიზიანებას? რა რეაქცია ექნებოდა, თქვენი
აზრით, ბიჭს მასწავლებლების ასეთ დამოკიდებულებაზე?ჩანს მათი ზრუნვა ბავშვის მიმართ
? როგორ ფიქრობთ, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მოთხრობაში? დავუბრუნდეთ
ისევ ოჯახს, როგორ, რა სიტყვებით მოიხსენიებს
დედა შვილს? როგორ ხასიათზე, რა განწყობით მიდის შვილი სახლში? გაიხსენეთ ,როგორ იქცევიან მშობლები ჩიტების
გამომზამთრებელთან. ბავშვები დეტალურად იხსენებენ ფინალურ სცენას. რა სიტყვით დაახასიათებდით დედის
საქციელს? არის ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი
საკითხი მოთხრობაში? თქვენი აზრით, რა გრძნობას გამოხატავს ბიჭის
სიტყვები:
,,კარგით,
კარგით'',
(მოსალოდნელ აგრესიას, გაღიზიანებას, შურისძიების სურვილს თუ სინანულს ,რომ მშობლებმა ვერ გაუგეს). როგორ ფიქრობთ,
რას გამოხატავს , რისი თქმა უნდა მამას ამ სიტყვებით : ,,თუ არავინ გავალებს...
არაფრის გაკეთება არ არის საჭირო''.
გაკვეთილის
თემის, მიზნისა და შეფასების რუბრიკის წარდგენა.
1.
დაასახელე მოთხრობის ერთი პერსონაჟი.
2. რატომ იყო ბიჭი გახარებული?
გარდა დედის სისასტიკისა, მოთხრობაში
იკვეთება კიდევ სხვა მნიშვნელოვანი მომენტები, რაზედაც
ყურადღება გავამახვილოთ მას შემდეგ, რაც შევავსებთ პერსონაჟთა დასახასიათებელ სქემას.
|
ტექსტის მთლიანობისა და ძირითადი საკითხების წარმოჩენა
|
7 წთ
|
საკლასო
|
კედელზე გამოკრულია ფორმატი,რომელზედაც
წერია გაკვეთილის მიზნები
|
განმავითარებელი
|
II ფაზა
ტიპური განვითარება
აქტივობა №2
II ფაზა
სსსმ მოსწავლისთვის
აქტივობა №2
აქტივობა №2
სსსმ მოსწავლის პასუხი
|
მასწავლებელი ურიგებს ბავშვებს პერსონაჟთა დასახასიათებელ სქემას , ისინი
იხსენებენ პერსონაჟთა ქცევას, სათქმელს
და განცდებს, ბოლოს აჯამებენ ამ მონაცემებს
და წერენ თავიანთ აზრს
პერსონაჟის შესახებ.
|
დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე.
|
||||
ბავშვები სხედან
4 ჯგუფად და მუშაობენ წყვილებში.
l ჯგ-დედის დახასიათება,ll
ჯგ.-მამის დახასიათება, lll ჯგ.-ბიჭის მასწავლებლები, lV ჯგ.-ბიჭის დახასიათება.
მოსწავლე
მასწავლებლის დახმარებით ზეპირად პასუხობს კითხვებზე, რომელიც მისთვის განკუთვნილ
სქემაშია მოცემული. შემდეგ იმავე პასუხებს დამოუკიდებლად წერს:
1.
რა ქნა დედამ, როცა ბიჭმა ჩიტები მიიყვანა გამოსაზამთრებლად?
2. დედის
რა თვისება დაინახე ამ ტექსტში (შეაფასე, როგორია დედა?)?
|
5 წთ
|
წყვილებში
|
პერსონაჟის ანალიზის სქემა,
მარკერი
|
|||
წყვილებში შესრულებულ სამუშაოს
კითხულობს ერთ-ერთი მეწყვილე. ის გამოხატავს
მეწყვილის შეხედულებასაც პერსონაჟზე.
მასწავლებლის თხოვნით იგი კითხულობს ერთ-ერთი კითხვის პასუხს.
საბოლოოდ გამოიკვეთება მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ,როგორც ჩანს, ოჯახის
წევრებს შორის აღარ არის ურთიერთგაგება და სიყვარული, ვერავინ ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას
ბიჭის მიმართ მათ შორის ვერც მასწავლებლები, ვერც ბიჭი ვერ გრძნობს თავის მოვალეობასა და პასუხისმგებლობას.
|
ნაწარმოების
მთავარ საკითხზე მსჯელობა, პერსონაჟების ხატვის დეტალებზე დაკვირვება,დასკვნების
გამოტანა და აზრის მწყობრად გამართულად ჩამოყალიბება-გამოთქმა..
|
5 წთ
|
ინდივიდუალური მეწყვილეს მხარდაჭერით
|
დაფა, ფორმატი.
|
მიმდინარე განმსაზღვრელი, მიმდინარე განმავითარებელი
|
|
III ფაზა
ტიპური განვითარება
აქტივობა №3
III ფაზა სსსმ მოსწავლისათვის
აქტივობა №3
|
დავეხმაროთ მოთხრობის პერსონაჟებს პრობლემის მოგვარებაში. ოთხ ჯგუფში მოსწავლეებს ურიგდებათ სეგმენტური მეთოდის
სქემები . ჯგუფის თითოეული წევრი თავის სექტორში აძლევს
რჩევას პერსონაჟს. შემდეგ ერთმანეთს
უზიარებენ აზრებს და მნიშვნელოვან და შეთანხმებულ რჩევას წერენ სქემის ცენტრში.
მასწავლებელი მოსწავლეს აძლევს ბარათს, რომელზედაც წერია ორი რჩევა პერსონაჟისადმი
(1. მასწავლებელს ჰკითხოს, რჩევა, როგორ დაეხმაროს შვილს და
2. შვილის მიმართ გამოხატოს სიყვარული და ყურადღება), მოსწავლე ირჩევს
ერთ-ერთ მათგანს და წერს სეგმენტური მეთოდის სქემაში.
|
პრობლემის გადაჭრის
გზების მოძებნა
|
10 წთ
|
4 ჯგუფი
|
ფორმატი სეგმენტური მეთოდის
სქემით, მარკერი
|
|
კითხვა სსსმ მოსწავლეს
აქტივობა №3
|
მოსწავლეები წარმოადგენენ ჯგუფში შესრულებულ დავალებას.
მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეს, თუ რატომ აირჩია ის რჩევა.
|
ეფექტური პრეზენტაციის
მომზადება აუდიტორიისთვის
|
7 წთ
|
პრეზენტატორი 4 მოსწავლე გამოდის აუდიტორიის წინაშე
|
მარკერი, საპრეზენტაციო ქაღალდი
|
მომდინარე განმსაზღვრელი, მიმდინარე განმავითარებელი
|
შეჯამება - მასწავლებელი მოსწავლეთა
პრეზენტაციებიდან გამომდინარე აჯამებს ნაწარმოებში
წამოჭრილი საკითხების შესახებ გამოთქმულ აზრებს. მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს,
ხომ არა აქვთ მათ კიდევ სხვა რჩევა პერსონაჟებისადმი.
(იმედია, რომ თქვენი რჩევები
დაეხმარება ჩვენს ოჯახს პრობლემების მოგვარებაში,
თითოეული გააცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას ერთმანეთის მიმართ).
|
თემის შეჯამება
|
5 წთ
|
-
|
-
|
-
|
|
ტიპური განვითარება
აქტივობა №4
სსსმ მოსწავლისათვის
აქტივობა №4
ტიპური განვითარება
აქტივობა №5
სსსმ მოსწავლისათვის
აქტივობა №5
|
გასასვლელი
ბარათები -
რა მოგცათ, რა
დაგამახსოვრდათ, რაზე ჩაგაფიქრათ დღევანდელმა გაკვეთილმა?
მასწავლებელი აძლევს გასასვლელ ბარათს, რომელზეც წერია ტექსტი. „იმან
რომ არ მითხრას, მე არ ვიცი, რა უბედურებაც ტრიალებს ჩემს თავს?! საკონტროლოში ორები,
გეომეტრიაში - ზედიზედ სამი ორი, ქიმიაში - ორი, ქართული როა, ქართულშიც კი ორი აქვს
მიღებული“. მოსწავლემ უნდა გაიხსენოს, ვისზეა საუბარი ამ ტექსტში.
(სამუშაოს დასრულების შემდეგ თავიანთ ნამუშევრებს ამაგრებენ დაფაზე გაკრულ
სიმბოლოზე).
საშინაო დავალება - დაწერეთ ნაწარმოების თქვენთვის სასურველი ფინალი
დღევანდელი გაკვეთილის გათვალისწინებით.
დახატე ერთ-ერთი ეპიზოდი ან
პერსონაჟი მოთხრობიდან.
|
შემოქმედებითი ტექსტის შედგენა.
|
3წთ
2 წთ.
|
ინდივიდუალურად
|
ფერადი წებოვანი ბარათები, კალამი
საშინაო დავალების რვეული, კალამი
|
-
|
პერსონაჟის ანალიზის
სქემა :
როგორ იქცევა პერსონაჟი?
(აღწერეთ მისი ქცევა სხვადასხვა სიტუაციაში)
1.
2.
3.
|
რას ამბობს პერსონაჟი?
(დაწერეთ, რა არის მისი სათქმელი)
1.
2.
3.
|
რას გრძნობს პერსონაჟი?
(არწერეთ მისი განცდები)
1.
2.
3.
|
რას ფიქრობთ პერსონაჟზე?
(დაწერეთ თქვენი შეხედულება მის შესახებ)
|
შეფასების რუბრიკები
წყვილის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების რუბრიკა
ტიპური განვითარება
იცავს დროის ლიმიტს
|
1
|
კითხვებზე პასუხი ადეკვატურია
|
3
|
პერსონაჟის დახასიათებისას მოიხმმობს არგუმენტებს
|
4
|
იცავს წერის კულტურას
|
2
|
წყვილის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების რუბრიკა
სსსმ მოსწავლისათვის
იცავს დროის ლიმიტს
|
1
|
აფასებს გმირის საქციელს
|
3
|
მსჯელობს ნაწარმოების პერსონაჟზე არგუმენტირებულად
|
4
|
იცავს წერის კულტურას
|
2
|
ჯგუფური მუშაობის
შეფასების რუბრიკა მთელი კლასისათვის
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია
|
1
|
ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს
|
2
|
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ (აზრის გამოხატვის
თანაბარი პირობები)
|
2
|
ჯგუფი პრეზენტაციისას ნათლად გამოკვეთს თავის აზრს, აკეთებს დასკვნებს
|
2
|
ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს
|
2
|
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს
|
1
|
სეგმენტური
მეთოდი
მეთოდის მიმდინარეობა
. კლასი იყოფა ხუთკაციან ჯგუფებად.
. თითოეულ ჯგუფს ურიგდება მუშაობისთვის საჭირო რესურსები – A3
ფორმატი, მარკერები.
. ფორმატი იყოფა სეგმენტებად – ერთ ცენტრალურ და 5 გარე სეგმენტად;
იხ. ქვემოთ მოცემული გრაფიკული გამოსახულება:
თითოეული გარე სეგმენტი ჯგუფის თითო წევრს ეკუთვნის, ხოლო ცენტრალური – მთელ ჯგუფს.
. ჯგუფის იღებს მასწავლებლისგან დავალებას.
. მოსწავლეები საკუთარ იდეებს მათთვის განკუთვნილ სეგმენტში აღწერენ და ხელის მოწერით ადასტურებენ. ამ ეტაპზე მეთოდი მოითხოვს სრულ მდუმარებას, ერთმანეთთან კომუნიკაცია იკრძალება.
. მას შემდეგ, რაც ჯგუფის თითოეული წევრი შეავსებს საკუთარ სეგმენტს, მოსწავლეები ეცნობიან ერთმანეთის ნააზრევს და თუ საჭიროდ მიიჩნიეს, ურთავენ წერილობით კომენტარებს.
. მომდევნო საფეხურზე იმართება დისკუსია, ერთიანდება ყველა წევრის ნამუშევარი, გამოიყოფა ყველასათვის მისაღები იდეები, იბადება ახალიც. საბოლოოდ ყველა იდეა ჯამდება და ფიქსირდება ცენტრალურ სეგმენტში.
. უკანასკნელ ეტაპზე თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავის შესრულებულ სამუშაოს.
30/11 - 2017
წელი.
გიორგი ლეონიძე
„მარიტა“
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის
ტიპი
|
||||||
საგანი
|
ქართული ენა და ლიტერატურა
|
|||||
მასწავლებელი
|
ქეთევან ცოფურაშვილი.
|
|||||
კლასი
|
VIII-2
|
|||||
მოსწავლეთა
რაოდენობა
|
21
|
|||||
სპეციალური საჭიროების მოსწავლე
|
2
|
|||||
თემა
|
გიორგი ლეონიძის ,,მარიტა".
|
|||||
მიზანი
ა.სასწავლო
ტიპური განვითარება
ბ.სააღმზრდელო
|
მხატვრული ნაწარმოების გაგება-გააზრება,
მასში დასმული პრობლემატური საკითხების გამოკვეთა
, ანალიზი და მოგვარება, არგუმენტირებული მსჯელობისა და პერსონაჟთა ქცევის
მოტივების განსაზღვრის უნარების გამომუშავება. მოსაზრებების გამოთქმის, მოსწავლეებისათვის ცნობილი ტექსტისა და ამავე თემაზე შექმნილი ფილმის ,,ნატვრის ხის" მსგავსება- განსხვავებასა და რეჟისორის მიზანდასახულობაზე
შემოქმედებითად მსჯელობისა და პრეზენტაციის უნარების განვითარება.
კრიტიკულად და დამოუკიდებლად მოაზროვნე
მოქალაქის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
|
|||||
სასწავლო მიზანი სწავლების შედეგები სსსმ მოსწავლისათვის
|
იმსჯელოს ნაწარმოების პერსონაჟზე
და შეაფასოს გმირის საქციელი მასწავლებლის დახმარებით, შექმნას მცირე ზომის ტექსტი(2-3
წინადადება) და სწორად დაწეროს იგი.
|
|||||
კავშირი ესგ-სთან
ტიპური განვითარება
|
ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა
და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
ქართ. VIII. 2. მოსწავლეს შეუძლია
ორატორის გამოსვლის მოსმენა და მისი შეფასება საკომუნიკაციო ამოცანისა და
აუდიტორიის გათვალისწინებით.
ქართ. VIII. 5. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს
ტექსტები (მხატვრული და არამხატვრული), რომლებიც შეიცავენ გარკვეულ თვალსაზრისს ან
მსჯელობას კონკრეტულ საკითხებზე.
ქართ. VIII. 8. მოსწავლეს შეუძლია ენობრივი
მახასიათებლების გამოყენება ტექსტის სტრუქტურის
ასახსნელად.
ქართ. VIII. 7. მოსწავლეს შეუძლია ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტების
გაანალიზება.
ქართ. VIII. 10. მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი,
იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების მოხმობით.
|
|||||
კავშირი ესგ-სთან სსსმ მოსწავლისათვის
|
ქართ. IV. I. მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად აღიქვას სხვადასხვა სახის ტექსტი
და გადმოსცეს მათი შინაარსი.
ქართ.IV.6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თემაზე შექმნილი მხატვრული
ტექსტების დამოუკიდებლად წაკითხვა.
ქართ.IV.13.
მოსწავლე აკვირდება
სიტყვათა ლექსიკურ მნიშვნელობას და კონტექსტის გათვალისწინებით შეურჩევს მათ ადგილს
მასწავლებლის დახმარებით.
|
|||||
გაკვეთილის რაოდენობა
|
1
|
|||||
რესურსები
|
სახელმძღვანელო - ტექსტი ,,მარიტა";
ფორმატები, კალმები, მარკერები, პერსონაჟთა ქმედების მოტივაციისა და ტექსტის გაგება-გააზრება-შეჯამებისათვის
საჭირო სქემები, წყვილებსა და ჯგუფებში მუშაობის
ტიპური და სსსმ მოსწავლის შეფასების რუბრიკები, ეპიზოდების მცირე კოლაჟი( 3.30 წმ.) თენგიზ აბულაძის
ფილმიდან ,,ნატვრის ხე".
|
|||||
წინარე ცოდნა
ტიპური განვითარება
|
მოსწავლეებმა იციან გიორგი ლეონიძის ,,მარიტა," შეუძლიათ მხატვრული
ტექსტების მთავარი სათქმელის განსაზღვრა;
ამოიცნობენ და განსაზღვრავენ პრობლემურ საკითხებს ტექსტში; აქვთ თანამშრომლობისა
და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი; აქვთ
ჯგუფური და წყვილებში მუშაობის უნარები. აქვთ სქემებზე
მუშაობის უნარები.
|
|||||
წინარე ცოდნა სსსმ მოსწავლისათვის
|
იცის მოთხრობა ,,მარიტა",
მასწავლებელთან ერთად შეუძლია კითხვებზე პასუხის გაცემა, შეუძლია მიხვდეს და გაიაზროს
ნაწარმოების შინაარსი მასწავლებლის დახმარებით, შეუძლია დაიმახსოვროს მთავარი პერსონაჟები.
|
|||||
შეფასების ფორმები
|
მიმდინარე განმავითარებელი; მიმდინარე
განმსაზღვრელი
|
|||||
გაკვეთილის მსვლელობა
|
აქტივობა
|
მიზანი
|
დრო
|
ორგანიზების ფორმა
|
რესურსი
|
შეფასება
|
I
ფაზა
აქტივობა N1
ტიპური განვითარება
|
საორგანიზაციო საკითხები- გაკვეთილის
მიზნის გაცნობა;
გამოწვევა-
მოსწავლეები იხსენებენ ტექსტს შემდეგი
კითხვებით: გავიხსენოთ მოთხრობაში აღწერილი ამბავი ნამდვილია თუ შეთხზული?როგორ ახასიათებს მწერალი მარიტას? როგორი დამოკიდებულება ჰქონდა
სოფელს მარიტასთან? რა გვარია გედია და რა სიმბოლური
დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს მის გვარს? ვინ
შ ეურჩია საქმრო მარიტას? როგორ ფიქრობთ,
შეთე იყო მარიტას შესაფერისი? მარიტამ და გედიამ დაივიწყეს ერთმანეთის სიყვარული?
როგორ განვითარდა მათი ურთიერთობა? ვინ შეატყობინა
სოფელს მარიტასა და გედიას ვითომ საცოლქმრო
შეხვედრის შ ესახებ? რატომ გადაწყვიტა ციციკორემ მარიტას დასჯა? როგორ დასაჯეს იგი? ვინ მიაყარა მარიტას კუბოს
მიწა? მარიტას დასჯის დროს ბრბოდ ქცეული
სოფელი ბოლოს და ბოლოს მიხვდა დანაშაულს?
ჭეშმარიტია თუ მცდარი? (მასწავლებელი
დაფაზე აკრავს ფორმატს რომელზეც წერია კითხვები:შეთე
კეთილი პატიოსანი კაცი იყო (ა)დიახ ბ) არა)
;ენკენისთვე არის აგვისტო( დიახ , არა); გედიამ შეთეს ბიჭი მონათლა( დიახ ,არა); ..არიფანა" არის-საძმო სუფრა,ყრმათა პურმარილის
შეერთება(დიახ, არა)ბრბოს თვისებებია: იმპულსურობა, გაღიზიანებულობა,მრისხანება,
გააზრების უუნარობა,ბრბოს უოველთვის ჰყავს წინამძღოლი,რომელსაც ბრბოს ყველა ინდივიდი
ემორჩილება( დიახ,არა); პიროვნება თავისი ცნობიერებით სხვებისგან გამორჩეულია, აქტიურად
იბრძვის საკუთარი ,,მე"-ს დასამკვიდრებად, თავად ფიქრობს და იღებს გადაწყვეტილებებს
შეხედულებისამებრ. (დიახ, არა).
|
ტექსტის ძირითადი
საკითხების
წარმოჩენა
|
7 წთ
|
საკლასო
|
სახელმძღვანელო
ფორმატი
|
განმავითარებელი
|
I ფაზა
გამოწვევა სსსმ მოსწავლისათვის
აქტივობა N1
|
დაასახელე მოთხრობის 2 მთავარი
პერსონაჟი?
ჭეშმარიტია თუ მცდარი? მარიტას უყვარდა შეთე; მარიტას მამას ერქვა ჩაჩიკა( დიახ, არა)
|
|||||
IIფაზა
აქტივობა N2
ტიპური განვითარება
|
მოსწავლეები იყოფიან 4 ჯგუფად,
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს შესწავლილი მოთხრობის მიხედვით წყვილებში შეავსონ სქემა №1 1ჯგ მუშაობს მარიტასა და გედიას ქმედების მოტივზე, II ჯგ-დიდედა ლელაური და ჩაჩიკა,
III ჯგ-ციციკორე და ზოგიერთი , IVჯგ-ბრბო.
|
კომპოზიციური ანალიზი. ქმედებათა
მოტივაციის განსაზღვრა.
|
5 წთ
|
წყვილებში
|
სახელმძღვანელო,
სქემა №1,
მარკერი
|
|
II
ფაზა
ტიპური განვითარება
აქტივობა N2
|
წყვილებში შესრულებულ სამუშაოს
კითხულობს 4 მოსწავლე, მათი პასუხებით გამოიკვეთება პერსონაჟთა ქმედების მოტივი და შედეგი.
|
პერსონაჟთა
ქმედების მოტივაციის წარმოჩენა
|
5 წთ
|
ინდივიდუალური მეწყვილის მხარდაჭერით,
|
ცარცი, დაფა.
საპრეზენტაციო ფორმატი, მარკერი.
|
მიმდინარე განმსაზღვრელი,
განმავითარებელი
|
II ფაზა სსსმ მოსწავლისათვის
აქტივობა N2
|
ავსებენ მათთვის განკუთვნილ N1
სქემას
|
პერსონაჟის
ქმედების წარმოჩენა.
|
ავსებს ორი ,პასუხობს ერთ-ერთი.
|
|||
III
ფაზა
ტიპური განვითარება
აქტივობა N3
|
მასწავლებელი ურიგებს ჯგუფებს ფორმატებს
, რომელზედაც წარმოდგენილია სქემა კითხვებით: I ჯგ. ა)როგორ მოიქცა მარიტა, როცა
გაიგო შეთეზე გათხოვების ამბავი და რა მოიმოქმედა
დასჯის შედეგ?, ბ) როგორ მოიქცა გედია ,როცა მარიტას გათხოვების ამბავი გაიგო და
როგორ მოიქცა მისი დასჯის შემდეგ? II ჯგ. ა)
რატომ ამჯობინა დიდედამ გედიას შეთე? ბ) რა როლი ითამაშა ჩაჩიკამ მარიტას
გათხოვებაში? III ჯგ ა) რატომ ითავა ციციკორემ მარიტას დასჯა და რა შდეგი მოჰყვა
მის საქციელს (საბოლოოდ აღიარა მან თავისი დანაშაული? ბ) საბძელში ყველა დაეთანხმა
ციციკორეს გადაწყვეტილებას? IVჯგ.
თქვენი აზრით, რა გახდა ხალხის ბრბოდ ქცევის მიზეზი, რამ გააერთიანა ისინი მარიტას
წინააღმდეგ?
|
პრობლემური საკითხების გადაჭრა
|
8 წთ
|
ჯგუფური
|
ფორმატი
მსჯელობის სქემა,
მარკერი.
|
-
|
IIIფაზა
აქტივობა
N3
|
მოსწავლეები წარმოადგენენ ჯგუფში
შესრულებულ დავალებას.
სქემაში მოცემული კითხვების გააზრება წარმოაჩენს, თუ როგორ ესახებათ
მოსწავლეებს მოთხრობის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა.
|
ეფექტური პრეზენტაციის მომზადება
აუდიტორიისთვის.
|
8 წთ.
|
პრეზენტატორი 4 მოსწავლე გამოდის
აუდიტორიის წინაშე.
|
მარკერი, საპრეზენტაციო ფორმატი.
|
მიმდინარე განმსაზღვრელი, მიმდინარე განმავითერებელი.
|
III
ფაზა
აქტივობა N3
სსსმ მოსწავლეებისათვის
|
მოსწავლეები ავსებენ მათთვის
განკუთვნილ N2 სქემას.
დამატებით მიცემული ფურცლიდან არჩევენ
სავარაუდო პასუხებს და წერენ ჯგუფის საერთო სამუშაო ფურცელზე.
|
პრეზენტაც-იას აკეთებს ერთ-ერთი.
|
||||
შეჯამება -ეკრანზე ვაჩვენებ ფილმ
,,ნატვრის ხიდან" დასჯის ეპიზოდის მოკლე კოლაჟს(3.30წმ.): ბრბო-ზოგიერთი თანასოფლელის
პროტესტი-გედიას სიკვდილი-მდუმარე, უძლური დიდედა. გავიხსენოთ ეს პერსონაჟები მოთხრობიდან
და შევადაროთ რეჟისორ თენგიზ აბულაძის მიერ დანახულ სახეებს. (ბრბო აქაც სასტიკია,
აქ ჩანს სოფლელების პროტესტი (ციციკორეს ტალახს ესვრიან), ტექსტში-არა, გედია-ტექსტში
ყაზახში შეაკვდება ვიღაცას, აქ - მარიტას დასახმარებლად მირბის და კლავენ, ტექსტში
ბოლოს აღარ ჩანს დიდედა, აქ ჩანს გამწარებული, მდუმარე, უძლური დიდედა.
რომელი დასასრული უფრო მისაღებია თქვენთვის? რეჟისორმა
გვაჩვენა ზოგიერთი პერსონაჟის მკითხველისათვის სასურველი ქმედება-საქციელი, ბრბოდან პიროვნებები
წარმოაჩინა და ამით სოფელს უფრო მეტი შანსი მისცა სულიერი წყვდიადიდან გამოსაღწევად; გიორგი ლეონიძემ
კი აღწერა ცხოვრებისეული რეალობა, რაც არ მოგვწონს,მაგრამ, სამწუხაროდ, ნამდვილია.
ვაჩვენებ ბოლო ფრაგმენტს ფილმიდან
- მარიტას ნასახლარზე ნაგავში ამოსული ბროწეულის ხე.მასწავლებელი სვამს შეკითხვას-გავიხსენოთ,როგორ
იწყება მოთხრობა? ( მწერალი მარიტას სილამაზეს ბროწეულის ყვავილს ადარებს, მოთხრობის
ბოლოსაც ნაგავში ამოსულ ბროწეულის კაშკაშა ყვავილებიან ხეს ვხედავთ.
მარიტა?(სილამაზის , მშვენიერების), ნაგავი, რომელშიც ბროწეულის ხეა ამოსული? (ბოროტი, სილამაზის გამქელავი შურიანი
ბრბო, ბნელი, ბოროტებით სავსე ცხოვრება).
მაშასადამე, მარიტა იყო მშვენიერების , სილამაზის სიმბოლო, რომელსაც ღმერთი დროდადრო მოუვლენს ხოლმე ჩვენს ცხოვრებას ერთეულების სახით, რათა ცხოვრების წყვდიადი გაფანტოს და ჩვენი სიცოცხლეც მშვენიერი,ოდნავ მაინც ასატანი გახადოს, საზოგადოება გამოაფხიზლოს, თუმცა ზოგჯერ ადამიანები უსულგულოდ ვქელავთ ამ სილამაზეს და თავს ისევ სულიერი წყვდიადისათვის ვწირავთ. როგორ ფიქრობთ, ბავშვებო. მართლაც და საიდან მოდის სილამაზე ან სად მიდის?იკარგება ?თუ დროებით მიეფარება და სხვა სახით გვევლინება ისევ? ( არა, სილამაზე არ იკარგება სამუდამოდ, იგი სხვა სახით დროდადრო გვევლინება და ჩვენ უნდა შევამჩნიოთ და გავუფრთხილდეთ . |
თემის შეჯამება
|
10 წთ
|
ფოტო-კოლაჟი ფილმიდან - „ნატვრის
ხე“
|
|||
შეჯამება
კითხვა სსსმ მოსწავლეს.
|
ვისი სახე-სიმბოლოა ბროწეულის ყვავილი?(მარიტასი)
|
|||||
აქტივობა N4
ტიპური განვითარება.
(სათადარიგო აქტივობა)
სსსმ მოსწავლისათვისაქტივობაN4
|
რა დაგამახსოვრდათ, რაზე ჩაგაფიქრათ
დღევანდელმა გაკვეთილმა ?
ტექსტი უნდა დაწერონ წებოვან სტიკერებზე
და მიაკრან დაფაზე გაკრულ ფორმატზე, რომელზედაც ხატია ბროწეულის ხე.
მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს
გასასვლელ ბარათებს, რომლებზედაც წერია ტექსტი: ა) ,,უეცრივ ეზოში შემოვიდა შუახნის
შეჭაღარავებული ცხენოსანი, უნაგირზე პატარა გოგო შემოესვა" ბ) შესანიშნავი ბიჭი
იყო, რჩეულებში ამორჩეული მაგრამ მარიტასავით ღარიბი, უქონელი."
მოსწავლეებმა უნდა გაიხსენონ ,ვისზეა
საუბარი ამ ტექსტში და დაწერონ ბარათებზე.
|
შემოქმედებითი ტექსტის შედგენა.
|
3წთ.
|
ინდივიდუალურად
|
ფერადი წებოვანი ბარათები, კალამი
|
|
აქტივობა N5
ტიპური განვითარება
სსსმ მოსწავლეებისათვის
|
საშინაო დავალება - თხზულება- ფიქრები
,,მარიტას"შესახებ. (ტიპური განვითარება),
მასწავლებელი აძლევს მითითებებს
თხზულების სტრუქტურისა და ძირითადი აქცენტების შესახებ -მარიტა სიმბოლო მშვენიერებისა,
რომელიც ხალხმა ვერ იგუა, და თავი გაწირა სულიერი სიბნელისა და უფერული ცხოვრებისათვის.შევაფასოთ
გედიას, დიდედას, ჩაჩიკას საქციელი,ვიმსჯელოთ ბრბოზე , როგორც ერთ კაცზე-ციციკორეზე-დამორჩილებულ,
საკუთარი აზრის უქონელ მასაზე.
რას შეცვლიდით მთავარი პერსონაჟების
ცხოვრებაში? (დაწერეთ 2-3 წინადადებით)
|
შემოქმედებითად მსჯელობის, წერის
უნარების განვითარება.
|
2 წთ
|
ინდივიდუალურად სახლში
|
დავალების რვეული, კალამი
|
-
|
შეფასების
რუბრიკები
წყვილის მიერ შესრულებული სამუშაოს
შეფასების რუბრიკა
ტიპური განვითარება.
იცავს დროის ლიმიტს
|
1
|
სქემა გამოყენებულია ადეკვატურად
პირობა ამომწურავადაა შესრულებული
|
3
|
სიზუსტით აღწერს პერსონაჟთა ქცევის
მოტივებს
|
4
|
წყვილი იცავს თანამშრომლობის წესებს
|
2
|
წყვილის მიერ
შესრულებული სამუშაოს შეფასების რუბრიკა
სსსმ მოსწავლისათვის
იცავს დროის
ლიმიტს
|
1
|
შესაბამის სქემას
ადეკვატურად იყენებს
|
3
|
გამოკვეთს პერსონაჟის
ქცევის მოტივს
|
4
|
იცავს წერის
კულტურას
|
2
|
ჯგუფური მუშაობის
შეფასების რუბრიკა მთელი კლასისათვის.
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია
|
1
|
ჯგუფის წევრები ადეკვატურად იყენებენ
სქემებს აზრის გადმოსაცემად
|
2
|
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ
(აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები)
|
2
|
ჯგუფი პრეზენტაციისას წარმოადგენს
არგუმენტირებულ დასკვნებს
|
2
|
ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს
|
2
|
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს
|
1
|
სქემა N1(ტიპური განვითარება)
ვიღაცას
|
უნდოდა
|
მაგრამ
|
საბოლოოდ
|
სქემა N2 (ტიპური განვითარება)
შეკითხვა
|
ტექსტი ამბობს...
|
მე ვფიქრობ...
|
ამიტომაც...
|
სქემაN1 (სსსმ მოსწავლეებისათვის)
ვის
|
უყვარდა
|
ვის გააყოლეს ცოლად და რატომ?
|
რა დაემართა მარიტას?
|
მარიტას
|
|||
სქემა N2 (სსსმ მოსწავლეებისათვის)
შეკითხვა
|
ტექსტი ამბობს
|
მე ვფიქრობ
|
ამიტომაც
|
როგორ დასაჯეს მარიტა?
|
,,პერანგა ქალი უკუღმა შეესვათ ვირზე".
|
ა)უნდა დაესაჯათ მარიტა, ბ)არ უნდა დაესაჯათ მარიტა.
|
ა)ცხოვრება არის უსამართლო ბ)ცხოვრება არ არის უსამართლო.
|
ქეთევან ცოფურაშვილი
12.02.2018
No comments:
Post a Comment