სწავლების მეთოდოლოგია





არგუმენტირებული ესე – როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს



 SEXI-დან SEXCI-მდე
თუკი ახსნის პროცესში ჩვენ ვისარგებლებთ ისეთი აბრევიატურით, რომელიც ასახავს ყველა იმ მოთხოვნას, მოსწავლემ რომ უნდა გაითვალისწინოს ესეს წერისას, ძალიან დაგვეხმარება საუკეთესო გამოგონება – აბრევიატურა SEXI და SEXCI. აბრევიატურები SEXI და SEXCI არცერთ მოსწავლეს არ დაავიწყდება, რადგან ეს სიტყვები მათ მოაგონებთ ინგლისურ სიტყვა sexy-ის, თუმცა სამივე მათგანი განსხვავებულად იწერება. ოქსფორდში დასტამბულ მასწავლებლის წიგნში (The Oxford Union Society Guide to Schools` Debating), ქვეთავში, რომელიც არგუმენტირებულ ესეებს შეეხება, აბრევიატურა SEXI გამოიყენება არგუმენტების ტექნიკის სასწავლებლად. ეს აბრევიატურა შემდეგნაირად იშიფრება: S – state; EX – explain; I – illustrate, ე.ი. წარმოადგინე, ახსენი, დაასურათე. უფრო უკეთ რომ განვმარტოთ, პირველი ზმნა გულისხმობს იმას, რომ ესეში პირველ რიგში დებულება უნდა წარმოვადგინოთ, რომელსაც აუცილებლად დასჭირდება ახსნა-განმარტება სათანადო მაგალითების მოხმობით, იქნება ეს მაგალითი საკუთარ თუ სხვის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაფუძნებული. წარმოდგენილი დებულება აუცილებლად ისეთი უნდა იყოს, რისიც ავტორს სჯერა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას გაუჭირდება ამ დებულების გააზრება ყველა მხრიდან. ახსნისას ავტორმა უნდა შეძლოს, ლოგიკური მსჯელობით დაასაბუთოს დებულების მართებულება. ამ დროს მან უნდა შეძლოს, თავიდან აირიდოს ლოგიკური ცთომილებანი, რაც ხშირად ახლავს ამგვარ მსჯელობას და საფრთხეს უქმნის მის ვალიდურობას (თუ რა არის ლოგიკური შეცდომა, იხილეთ ჩემი წერილი: http://mastsavlebeli.ge/?p=12068). ეს იმას ნიშნავს, რომ დებულების ახსნა ან, უკეთესი იქნება, თუკი ამ შემთხვევისთვის სიტყვა დაცვას ვიხმართ, ავტორს შეეძლება, რადგან ის მისთვის სხვის მიერ კი არაა თავს მოხვეული, არამედ ეფუძნება და გამომდინარეობს იმ ღირებულებათა სისტემიდან, რომელიც ავტორს გააჩნია. აი სწორედ ამ დროს ხდება აბრევიატურის მესამე ზმნის საჭიროება, რადგან ის მაგალითები, რომლებიც ახსნისას ამოტივტივდება, ხელოვნური კი არა, მართლაც ავტორის გამოცდილებაზე იქნება დაფუძნებული. ეს კი ახსნას მიმზიდველს გახდის და არგუმენტს ინდივიდუალობას შესძენს, თანაც აჩვენებს, რომ ახსნა მხოლოდ თეორიულ დონეზე კი არაა მართებული, არამედ მას პრაქტიკული დანიშნულებაც გააჩნია.
განხილული აბრევიატურა ნამდვილად ადვილად დასამახსოვრებელია და მას პრაქტიკული გამოყენებაც აქვს. თუმცა, კარგი იქნებოდა, მისთვის ერთი ასოც დაგვემატებინა. ასე მივიღებთ SEXI-დან SEXCI-ის, სადაც SEXCI ოდნავ განსხვავებულად იშიფრება: S – statement, E- example, eX – explanation, C – counter-argument, I – implication. ეს ხუთი სიტყვა ასე ითარგმნება და ასე უნდა გავიგოთ: თავდაპირველად ესეს ავტორი წამოაყენებს საწყის დებულებას (ამ დროს ის იმავე წესებს იცავს, რომელზედაც წინა აბზაცში ვსაუბრობდით). თუკი წინა აბზაცში ვისაუბრე დებულების ახსნაზე, რომელიც გამყარებული იქნებოდა სათანადო მაგალითით, უკვე შეცვლილია და ახლა უკვე დებულებას უნდა მოსდევდეს მაგალითი, რომელიც ამ დებულების საილუსტრაციოდ გამოდგება. განსხვავებით წინა აბზაცში წარმოდგენილი წესისა, ახლა უკვე მაგალითს სჭირდება ახსნა-განმარტება, რამდენად მოდის ის შესაბამისობაში დებულებასთან. ე.ი. განსხვავება შემდეგში მდგომარეობს: პირველ შემთხვევაში ჯერ ვმსჯელობთ და ამ მსჯელობას მაგალითით ვამყარებთ, მეორე შემთხვევაში კი დებულებას თან ახლავს მაგალითი, რომელსაც ეს დებულება ეფუძნება და ხდება მოცემული მაგალითის ახსნა. შემდეგი ეტაპი უკვე კონტრ-არგუმენტის მოფიქრებაა, თუმცა, როგორც კი ესეს დასაწყისში ავტორის გამოთქმულ დებულებას საწინააღმდეგო მოსაზრება შეუპირისპირდება, ამ საწინააღმდეგო მოსაზრებასაც სათანადო მაგალითი და შესაბამისი ახსნა დასჭირდება. და ბოლოს აბრევიატურის ბოლო ასო აღნიშნავს სიტყვას (implication), რომლის არსის გაგებაც ყველაზე მეტად უჭირთ მოსწავლეებს. ეს სიტყვა ითარგმნება როგორც დასკვნა, როლი, მნიშვნელობა, შედეგი. იმისთვის რომ კარგი ესეს დაწერისას აბრევიატურის ბოლო სიტყვის არსი შევასრულოთ, ესეს ავტორს უნდა ავუხსნათ, რომ მან, იმის ნაცვლად რომ ესეს ბოლო აბზაცში მანამდე გამოთქმული მოსაზრებები უბრალოდ შეაჯამოს, აჯობებს, საკუთარ თავს რამდენიმე კითხვა დაუსვას და მიღებული პასუხები გადმოსცეს დასკვნაში. ეს კითხვები კი ასე გამოიყურება: და მერე რა? თუკი ზემოთქმული (ესეში გამოთქმული მსჯელობა) მისაღებია, მაშინ რა გამომდინარეობს აქედან? რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ მთლიანი სურათიდან ან შემდგომ დასაფიქრებლად რა ტიპის შეკითხვები შეიძლება წამოეჭრას მკითხველს ესეს წაკითხვის შემდეგ?
თუკი ჩვენი მოსწავლე ხუთივე პუნქტს სწორად შეასრულებს, მაშინ მას საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული მაღალი ქულა გარანტირებული ექნება, ხოლო, თუკი ის ამ ხუთი პუნქტიდან მხოლოდ პირველ სამს დააკმაყოფილებს, მაშინ მისი ქულა საშუალოს ვერ ასცდება.
გამოსავალი
წელს პირველად გავაგზავნე საბუთები, რომ საერთაშორისო გამსწორებელი გავმხდარიყავი. სანამ გასწორებას შეუდგებიან, გამსწორებლები საკვალიფიკაციო პროცედურებს გადიან, რათა, გამსწორებლის არაობიექტურობის გამო, მოსწავლეები არ დაზარალდნენ. პირველ საკვალიფიკაციო ტურში კარგი შედეგი ვერ ვაჩვენე, ჩემი გასწორებული ხუთი ესედან მხოლოდ ერთი ქულა დაემთხვა გუნდის ლიდერის დაწერილ ქულას. მეორე საკვალიფიკაციო ტური აღარ გავიარე და დაველოდე ტრენინგს. მას შემდეგ, რაც ტრენერმა აბრევიატურები აგვიხსნა, ჩემთვის უფრო გასაგები გახდა ყველაფერი და თბილისში დაბრუნებულმა მეორე საკვალიფიკაციო ტურში ხუთიდან ოთხი, ხოლო მესამე ტურში ხუთიდან ხუთივე ქულა დავამთხვიე გუნდის ლიდერის ქულას. ამის შემდეგ ოფიციალურ გამსწორებლადაც დამამტკიცეს.
ამ წერილს ისე ვერ დავამთავრებ, თუკი ერთ მიგნებასაც არ გაგიზიარებთ, ტრენერმა რომ გაგვიმხილა: დარწმუნებული ვარ, თქვენს მოსწავლეებსაც, ჩემი მოსწავლეების მსგავსად, ზეპირად საუბარი უკეთ გამოსდით, ვიდრე – წერა. ამიტომაც ისინი, სანამ არგუმენტირებული ესეების წერაზე გადავიდოდნენ, ეგებ სოკრატული დიალოგების წერაში გავავარჯიშოთ. დიალოგი ძალიან წააგავს დრამას, რადგან პიესებიც ხომ დიალოგის პრინციპზეა აგებული. თუკი ფიქრობთ, სიტყვით „სოკრატული დიალოგი“, შეაშინებთ თქვენ მოსწავლეებს, მაშინ თხოვეთ, რომ მოკლე პიესა დაწერონ. წარმოიდგინონ სიტუაცია (კაფე, გაკვეთილი, სკოლის დერეფანი, ავტობუსის გაჩერება, ექსკურსია, სხდომათა დარბაზი…), პერსონაჟები (მოსწავლე, მასწავლებელი, რეპორტიორი, რესპონდენტი, მშობელი, მინისტრი…), გაათამაშონ, აკამათონ ერთმანეთში ეს პერსონაჟები და შემდეგ „ჩაიწერონ“ ამ წარმოსახვითი პერსონაჟების კამათი. დიალოგი ხომ ის ჟანრია, რომელშიც საშუალება გვეძლევა არაჩვეულებრივად დავაპირისპიროთ ერთმანეთთან მოსაზრებები, არ შეგვეშინდეს უკიდურესი აზრის გამოთქმის, რადგან საჭიროების შემთხვევაში თავს იმით დავიცავთ, რომ რადიკალურ აზრებს შესაბამის პერსონაჟს ვათქმევინებთ და ამ აზრებს ჩვენ ვერ მოგვაწერენ (თუკი გვეშინია რომელიმე შეხედულების ხმამაღლა დაფიქსირება). მესმის, რომ ეს ყველაფერი მასწავლებლის მსრიდან მეტ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ჩვენი მოსწავლეების შედეგი ნამდვილად უნდა გვიღირდეს ამად: სოკრატული დიალოგების წერაში გავარჯიშებული ჩვენი მოსწავლეები შემდეგ ეტაპზე უკვე არგუმენტირებულ ესეებსაც ადვილად დაწერენ. სოკრატული დიალოგები მეც ძალიან მიყვარს, მეც მიცდია ასე წერა და ახლა შევეცდები, დრო და ენერგია არ დავიშურო და ჩემს მოსწავლეებსაც ავუხსნა, როგორ დაწერონ კარგი დიალოგები და შემდეგ უკვე როგორ აქციონ ეს დიალოგები კარგ ესეებად. ვისაც მაგალითი გაინტერესებთ, ამ ლინკზე წლების წინ დაწერილი ჩემი სოკრატული დიალოგის წაკითხვა შეგიძლიათ .
(http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00—off-0civil2–00-1—-0-10-0—0—0prompt-10—4——-0-1l–10-ka-50—20-about—00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-00&a=d&cl=CL1.10&d=HASH017f99e60f96f3fa91f2e372.6.4)




პროექტზე ორიენტირებული გაკვეთილი


სიტყვა პროექტი ლათინური სიტყვაა და  განზრახვას, გეგმას ნიშნავს. პროექტგაკვეთილზე მოსწავლეები და მასწავლებლები ერთობლივ მიზანს ისახავენ, რომლის მიღწევაც განსაზღვრულ დროში სურთ. პროექტი გულისხმობს პროცესს ერთობლივი დაგეგმვის ფაზიდან მიღებული შედეგების პრეზენტაციამდე. პროექტგაკვეთილი წარმოადგენს არა რაიმე ცალკეულ მეთოდს, არამედ სხვადასხვა მეთოდების ერთობლიობას, სადაც ტრადიციულმა ფრონტალურმა გაკვეთილმაც კი შეიძლება გარკვეული ადგილი დაიკავოს. პროექტგაკვეთილს სხვა სასწავლო ფორმებისგან უპირველეს ყოვლის პედაგოგის  სახეცვლილი როლი განასხვავებს. მასწავლებელი იქცევა მოსწავლეთა გუნდის წევრად. სასწავლო პროცესის ორგანიზებაში ის აღარ არის მონოპოლისტი და ახდენს კლასის ინტეგრირებას  დაგეგმვისა და მსვლელობის ყველა ფაზაში, თუმცა ამავდროულად  ინარჩუნებს ხელმძღვანელის ფუნქციასაც, მაგრამ გადაწყვეტილებებს გაკვეთილის დაგეგმვის შესახებ ჯგუფთან მოლაპარაკების შემდეგ იღებს. პროექტგაკვეთილი უნდა ჩატარდეს საკუთარ კლასში ან ჯგუფში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ის საპროექტო კვირის ფარგლებში იმართება,  მისი წევრობა, როგორც წესი, ნებაყოფლობითია. პროექტის დასასრულ  (ჩვეულებრივ) იქმნება პროდუქტი, რომელიც ხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისთვის. პროექტგაკვეთილი წარმოადგენს გაკვეთილის ღია ფორმას, ვინაიდან გადაწყვეტილებების მიღება სასწავლო პროცესის განმავლობაში ხდება, პროექტის შედეგი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიღწევა და მისი ამოსავალი წერტილიც საგაკვეთილო პროცესია.
თვალსაჩინოებისთვის ერთერთი ევროპული სკოლის პრაქტიკიდან
წარმოგიდგენთ მაგალითს:

რამდენიმე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას შორის ფეხბურთის ტურნირის ჩასატარებლად სკოლებს (კენჭისყრის საშუალებით) სხვადასხვა ქვეყნის სახელი მიანიჭეს, რათა შემდგომ მოსწავლეთა გუნდები იმ ქვეყნის ნაციონალური გუნდის სახელით გამოსულიყვნენ, რომლის სახელსაც ყუთიდან ამოიღებდნენ. ერთ-ერთ სკოლას ეკვატორული გვინეის გუნდი ხვდა წილად. გეოგრაფიის გაკვეთილზე გაირკვა, რომ ამ ქვეყნის შესახებ მოსწავლეებს ძალიან მწირი ინფორმაცია ჰქონდათ. ასე წარმოიშვა ეკვატორული გვინეის შესახებ პროექტის დაგეგმვის იდეა და დაისვა პირველი შეკითხვაც – რა შეიძლება გაკეთდეს ტექსტების კითხვისა და სურათების თვალიერების გარდა? ერთ-ერთ გუნდი შემოვიდა წინადადებით, შეექმნათ სამოგზაურო გზამკვლევი, მეორე ჯგუფმა განავრცო ეს აზრი და კლასს ტურისტულ კომპანიად გადაქცევა შესთავაზა, რომელიც მსურველებს ეკვატორულ გვინეაში სათავგადასავლო ტურებით უმასპინძლებდა. პროექტის მსვლელობისას უნდა შექმნილიყო კატალოგი, რომელიც შემუშავებული მარშრუტების გარდა, ქვეყნის შესახებ ინფორმაციის შემცველიც იქნებოდა. მოსწავლეები ტურისტული სააგენტოს –  „სათავგადასავლო მოგზაურობა ეკვატორულ გვინეაში“ – თანამშრომლებს განასახიერებენ. მასწავლებელმა ფირმის ხელმძღვანელის როლი მოირგო. Google Earth-ის საშუალებით ჯერ ყველა მალიბუს აეროპორტამდე გაემგზავრა, შემდეგ კი ერთობლივად განიხილეს, რა უნდა შესულიყო ტურისტულ კატალოგში და როგორ უნდა გამხდარიყო ის მიმზიდველი კლიენტებისთვის. მოსწავლეებმა ჩამოაყალიბეს ჯგუფები, რომლებსაც სხვადასხვა დავალება დაურიგდათ შესასრულებლად:
1. სამოგზაურო მარშრუტები,  განთავსების პირობები და ფასები,  ხარჯები;
2. ქვეყნის პორტრეტი;
3. ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის აღწერა.
დასასრულს კლასმა მოაწყო ტურისტული სააგენტოს გახსნის ცერემონიალი  და მასწავლებელმა და მოსწავლეებმა ერთობლივად შეაჯამეს, თუ რა ისწავლეს მათ ამ პროექტიდან.
ზემოთ მოტანილი მაგალითიდან იკვეთება შემდეგი ფაზები, რომლებიც ზოგადად ყველა პროექტისთვის არის დამახასიათებელი:
  • მიზეზი პრობლემა, რის გამოც მიზანშეწონილად ჩაითვალა პროექტგაკვეთილის ჩატარება და რომელიც ასევე კავშირშია მოსწავლეთა გამოცდილებასა და წინარე ცოდნასთან;
  • იდეების შეგროვება;
  • იდეების განხილვა/შეფასება, თუ რამდენად რეალისტურია ისინი.
  • გადაწყვეტილებების მიღება;
  • გადაწყვეტილების მიღება, თუ რა სახის პროდუქტი უნდა შეიქმნას დასასრულს;
  • დავალებების განაწილება;
  • სამოქმედო გეგმის გაწერა;
  • რეალიზებაზე მუშაობა;
  • პირველადი შედეგების განხილვა;
  • მათი ერთობლივ პროდუქტად თავმოყრა;
  • შედეგების პრეზენტაცია;
  • რეფლექსია.
პროექტგაკვეთილის უპირატესობები
პროექტგაკვეთილს ყველა სხვა საგაკვეთილო ფორმაზე მეტად შეუძლია მოსწავლეთა ინტერესების ინტეგრირება და მათი მოტივაციის ამაღლება.
პროექტგაკვეთილი ერთგვარად აკმაყოფილებს მოსწავლეთა პრაქტიკული ქმედების სურვილს. აქედან გამომდინარე უფრო ღრმადაც ილექება მეხსიერებაში.
პროექტგაკვეთილი აკავშირებს კოოპერატიულ სწავლას ინდივიდუალიზების შანსთან. ყველა მონაწილეს შეუძლია წვლილი შეიტანოს წარმატებაში თავისი ინტერესებისა და შესაძლებლობების მიხედვით.
შესაძლო პრობლემები
პროექტგაკვეთილის თითქმის ერთადერთ უარყოფით მხარედ შეიძლება ქაოსისადმი შიში დასახელდეს. ამის თავიდან ასაცილებლად პროექტში მონაწილე მოსწავლეები კარგად უნდა ფლობდნენ მეთოდებსა და სამუშაო ტექნიკას. შემდეგი საშიშროება ის გახლავთ, რომ პროექტი შესაძლოა ცალმხრივად აქტიური  გახდეს, იმ შემთხვევაში, თუ ის მხოლოდ თამაშზე, ხელგარჯილობაზე (გამოჭრა, დაწებება…) იქნება ორიენტირებული.
კიდევ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას, ვისაც არ შეუძლია რუკის წაკითხვა, მარშრუტსაც ვერ დაგეგმავს. მას კი,  ვისაც  უშეცდომოდ ანგარიში უჭირს, არ უნდა ვანდოთ ხარჯთაღრიცხვა.  ერთობლივი დაგეგმვის ფაზაში უნდა მოხდეს იმის თემატიზება, თუ რა კომპეტენციებია საჭირო პროექტის განსახორციელებლად და როგორ უნდა მოხდეს მათი გავარჯიშება.
პრეზენტაციის ფორმები და პროდუქტები
  • გამოფენები;
  • პლაკატები;
  • კედლის გაზეთები;
  • გამოკითხვის შედეგები;
  • კვლევის შედეგები;
  • შემოქმედებითი პროდუქტები;
  • მოსწავლეთა ექსპერიმენტების დოკუმენტაცია;
  • ფოტორეპორტაჟები;
  • მოსწავლეების მიერ განხორციელებული საინფორმაციო ღონისძიებები;
  • ელექტრონული პრეზენტაციები;
  • ფილმი;
  • გამოქვეყნებები (ბროშურები, დოკუმენტაციები, რეცეპტების კრებული);
  • სასწავლო თამაშები;
  • ხელნაკეთი ნივთები;
  • ხელოვნების ნიმუშები;
  • გასალამაზებელი ღონისძიებები (კლასი, სკოლის ეზო, შენობა);
  • საინფორმაციო დაფა, სკოლის ბაღი;
  • ღონისძიებები გარემოს დაცვის კუთხით.
სასცენო პრეზენტაციები
  • სპექტაკლი/სკეტჩი;
  • როლური თამაში;
  • კაბარე;
  • თოქშოუ;
  • პანტომიმა;
  • ცეკვა, მუსიკა;
  • მოდების ჩვენება (პოდიუმი);
  • სპორტი;
  • კადრი (უსიტყვო და უძრავი სცენა).

თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევები


 
ფსიქოლოგები ბრბოს ფსიქოლოგიაზე




ბრბო ჩვენს სახელმძღვანელოში




ფსიქოლოგები ექსტაზის შედეგებზე



ჩვენი მოთხრობების ბრბო  ვნებათა   ღელვის  შემდეგ











რატომ გვჭირდება ინტეგრირებული გაკვეთილი


მაინც რა არის ინტეგრირებული გაკვეთილი, რა საჭიროა მისი გამოყენება სწავლების პროცესში და რა უნდა გავითვალისწინოთ ასეთი გაკვეთილის მომზადებისა და ჩატარების პროცესში? ვფიქრობ, ეს ის კითხვებია, რომლებზეც პასუხი ბევრი პედაგოგისთვის საყურადღებო და გასათვალისწინებელი იქნება.
ყველამ იცის, რომ განათლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა თანამედროვე ცხოვრებისთვის ბავშვის მომზადება, მისთვის აუცილებელი კომპეტენციების ფორმირება, და ამის ერთ-ერთი გზა სასწავლო დისციპლინების ინტეგრაციაა. სკოლაში ბავშვები სწავლობენ ბევრ ისეთ საგანს, რომლებიც ერთმანეთთან ნაკლებად არის დაკავშირებული. შეძლებენ კი ჩვენი მოსწავლეები სკოლაში 12–წლიანი სწავლის შემდეგ, დამოუკიდებელი ფრაგმენტებისგან შეიქმნან მთლიანობითი წარმოდგენა სამყაროზე? თუ გავითვალისწინებთ, რომ ბავშვის აღქმები იმ პერიოდში, როცა ის სკოლაში სწავლას იწყებს, მთლიანობით ხასიათს ატარებს და მოკლებულია შინაგან დანაწევრებულობას, ცალკეულ გაკვეთილებზე ფრაგმენტულად, განცალკევებულად მიწოდებული ცოდნა, ინფორმაცია ვერ შეუწყობს მას ხელს სამყაროზე მთლიანობითი წარმოდგენის შექმნაში. ბევრი პედაგოგი ხვდება ამას და პერიოდულად მიმართავს ინტეგრირებულ გაკვეთილს, რომელიც, ბავშვის აზროვნების თავისებურებებიდან გამომდინარე, საკმაოდ კომფორტულ პირობებს უქმნის მას ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად. ასეთი მუშაობის პროცესში პედაგოგს შეუძლია დაანახოს ბავშვს, რომ ცალკეული სასწავლო საგნები სხვა არაფერია, თუ არა განსხვავებული თვალსაზრისები რეალურად არსებულ შესასწავლ ობიექტებზე. ინტეგრაცია სასწავლო პროცესში სამყაროზე მთლიანობითი წარმოდგენის ფორმირების, მოვლენების და პროცესების არსებითი ურთიერთკავშირის გაგების ხელშემწყობი ხდება. თანამედროვე პედაგოგიკის ამოცანაც ხომ ის არის, რომ ბავშვის აღქმაში გააერთიანოს, დააკავშიროს ცალკეულ საგნებში მიღებული ცოდნა, დაეხმაროს მას, შეიქმნას ერთიანი, მთლიანი, ფართო წარმოდგენა სამყაროზე, ბუნებაზე, საზოგადოებაზე და საკუთარ ადგილზე ამ სამყაროში. ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეს აქვს ღრმა და მრავალფეროვანი ცოდნის მიღების საშუალება სხვადასხვა საგნიდან მიღებული ინფორმაციის გამოყენების და მოვლენების სრულიად ახლებურად გააზრების გზით. საგანთაშორისი კავშირები სწავლების უმნიშვნელოვანესი პრინციპია თანამედროვე სკოლაში. ის სწავლების უმაღლესი დონეა. სკოლაში კომპლექსური პრობლემების შესწავლისას საგანთაშორისი კავშირების დამყარების ყველაზე ეფექტურ გზას ჩვენს დროში ინტეგრირებული გაკვეთილი წარმოადგენს. ის იძლევა ცოდნის სინთეზის შესაძლებლობას, გვეხმარება, ჩამოვუყალიბოთ ბავშვს ერთი სფეროდან მეორეში ცოდნის გადატანის უნარი, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მოსწავლეებში ანალიტიკური აზროვნების და განზოგადების უნარის განვითარებას. ამ გაკვეთილებზე მიიღწევა ასევე სინამდვილის მთლიანობითი აღქმა, რაც ბავშვს გარემომცველი სამყაროს შემეცნებაში დიდ დახმარებას უწევს.
გასათვალისწინებელია, რომ ზემოაღნიშნული მიზანი ინტეგრირებულ გაკვეთილზე თავისთავად არ მიიღწევა. მის მომზადებას და ეფექტიანად ჩატარებას სჭირდება განსაზღვრული პირობების დაცვა:
  • ინტეგრირებულ გაკვეთილს, როგორც წესი, ატარებს სხვადასხვა საგნის ორი ან ორზე მეტი მასწავლებელი. თუმცა ასეთი გაკვეთილი შეიძლება ჩაატაროს ერთმა პედაგოგმაც, რომელსაც აქვს საბაზისო ცოდნა და მომზადება შესაბამის საგნებში.
  • იმ პედაგოგებს შორის, რომლებიც ერთად ამზადებენ და შემდეგ ატარებენ ინტეგრირებულ გაკვეთილს, აუცილებლად უნდა არსებობდეს ფსიქოლოგიური შეთავსებადობა. ურთიერთგაგების და მხარდაჭერის გარეშე ასეთი გაკვეთილი ეფექტიანი ვერ იქნება.
  • ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება უფრო მიზანშეწონილია მაშინ, როცა განსაზღვრული მოცულობის სასწავლო მასალა უკვე ათვისებულია იმ საგნებში, რომელთა ინტეგრირებასაც ვაპირებთ. უმჯობესია, ასეთი გაკვეთილის ჩატარება სასწავლო წლის ბოლო პერიოდისთვის დავგეგმოთ.
  • ინტეგრირებული გაკვეთილის მომზადებისა და ჩატარების პროცესში თითოეული მასწავლებლის მონაწილეობის წილი დამოკიდებულია სასწავლო მასალის შინაარსზე, მაგრამ მაინც ვეცადოთ, ყოველი მათგანი ამ პროცესში თანაბრად იყოს ჩართული. მიუხედავად ამისა, ერთ-ერთ მასწავლებელს აუცილებლად მოუწევს წამყვანის როლის შესრულება.
  • ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეები სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილეები არიან, ცდილობენ, თავად გააანალიზონ ინფორმაცია გაკვეთილის მომზადებისა და ჩატარების დროს, გამოყოფენ პრობლემას, შეიმუშავებენ დასახული ამოცანების გადაწყვეტის შესაძლო გზებს. მოსწავლის დამოუკიდებლად მუშაობის როლის ამაღლება ინტეგრირებული გაკვეთილის მიმართ ერთ-ერთი აუცილებელი და ძირითადი მოთხოვნაა, იქიდან გამომდინარე, რომ ინტეგრაცია აფართოებს შესასწავლი მასალის თემატიკას, იწვევს მოვლენების უფრო ღრმა ანალიზისა და განზოგადების აუცილებლობას.
  • ინტეგრირებული გაკვეთილი არ გულისხმობს ორი ან მეტი საგნის სასწავლო მასალის მექანიკურ გაერთიანებას. აქ უბრალოდ ახალ ცოდნას კი არ უნდა იღებდეს ბავშვი, არამედ უკვე არსებული ცოდნის ახალ სიტუაციებში გამოყენების შესაძლებლობა უნდა ეძლეოდეს. ინტეგრირებულ გაკვეთილზე მან უნდა შეძლოს სამყაროს წარმოდგენა ერთ მთლიანობად, რომელშიც ყველა ელემენტი ურთიერთდაკავშირებულია.
  • ინტეგრირებული გაკვეთილის ეფექტიანად ჩასატარებლად აუცილებელია განსახილველი და შესასწავლი ობიექტის სწორად განსაზღვრა და გაკვეთილის შინაარსის გულდასმით შერჩევა.
  • პედაგოგის მაღალი დონის პროფესიული თვისებები და უნარ-ჩვევები, რომლებიც უზრუნველყოფს მასწავლებელთა და მოსწავლეთა შემოქმედებით თანამშრომლობას გაკვეთილის მომზადებისა და ჩატარების პროცესში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინტეგრირებული გაკვეთილის ეფექტიანობისთვის.
  • მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინების გარეშე ნებისმიერი გაკვეთილის, მით უმეტეს – ინტეგრირებულის, ეფექტიანად ჩატარების ალბათობა საკმაოდ მცირეა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, განსაზღვრული პრინციპების დაცვით მომზადებული და ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი დიდი სარგებლობის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს, როგორც მოსწავლეებისა და მაწავლებლებისთვის, ისე მთელი სასწავლო პროცესისთვისაც.
წყარო: http://mastsavlebeli.ge/?p=14304






სამოდელო გაკვეთილი ქართულ ენაში


თემე: მგელი და ძაღლი
კლასი: II
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 45 წთ. X 2
მიზანი: შინაური და გარეული ცხოველების ადგილი ბუნებაში; მათი მსგავსება; ადამიანების დამოკიდებულება შინაური ცხოველებისა და პასუხისმგებლობის ცნება; სხვადასხვა სასწავლო საგნის: ბუნებისმცოდნეობის, ქართული ენისა და ლიტერატურის და სამოქალაქო განათლების ინტეგრაცია.
უნარ-ჩვევებილოგიკური და ანალიტიკური აზროვნების, საკუთარი აზრის გამოთქმის, სხვისი აზრის მოსმენის, თანამშრომლობის უნარ-ჩვევა.
გაკვეთილის მსვლელობა
გაკვეთილი იქნება მოთელვით - „სხეულის ენა“ (5 წთ.).
მოსწავლეები სხედან წრეში („აკვარიუმი“) მასწავლებელი აძლევს დავალებას: 1 წთ-ის განმავლობაში წარმოიდგინეთ ტყე თავისი ბინადრებით და გააცოცხლეთ იგი. განასახირეთ თქვენთვის სასურველი ცხოველი ან ფრინველი და გამოსახეთ ჟესტ-მიმიკის საშუალებით. მოსწავლეებმა შეძლებისდაგვარად უნდა გამოიცნონ, ვინ რას ანსახიერებს და ერთმანეთის მიყოლებით გააგრძელონ თამაში მანამ, სანამ ყველა მოსწავლე არ მიიღებს მონაწილეობას.
მოთელვის მიზანია, მოახდინოს პროვოცირება და შექმნას სათანადო განწყობა გაკვეთილისათვის.
მასწავლებელი აჯამებს, შესაბამის კომენტარს უკეთებს ბავშვების ნამუშევარს და აღნიშნავს, რომ ცხოველების თვისებებს ხშირად ადამიანსაც მიაწერენ და იყენებენ მათ დასახასიათებლად. მაგ.: დათვივით მოუხეშავი, მელასავით ეშმაკი. სასურველია, ბავშვებმაც გაიხსენონ მსგავსი შედარებები (სავარაუდოდ: კურდღელივით მშიშარა, გველივით სისინა, ლომივით ძლიერი).
მეთოდური რეკომენდაციები
აკვარიუმი
მონაწილეები თავიანთ აზრს გამოთქვამენ თანმიმდევრულად, ისე როგორც სხედან წრეზე, ერთწუთიანი რეგლამენტით. მასწავლებელი წინასწარ აძლევს ინსტრუქციას:
. მოძებნეთ ასოციაცია მოცემულ თემაზე;
. კითხვაზე გაეცით მხოლოდ ერთი შესაძლო პასუხი და დაასაბუთეთ;
. დაასრულეთ მასწავლებლის მიერ დაწყებული წინადადება.









წყვილები და ჯგუფები

წყვილებისა და ჯგუფების მუშაობას ხლს უწყობს თამანშრომლობის ჩვევის გამომუშავება. ამ სავარჯიშოების შესრულებისას მოსწავლეები სწავლობენ ერთმანეთის მოსმენას, სხვისი აზრის გაზიარებას, კრიტიკულ აზროვნებისა და შეფასებას, საკუთარი აზრის გამოთქმას, დასაბუთებასა და .. ისინი ეჩვევიან ფუნქციების დანაწილებას, დროის რაციონალურ გამოყენებას.
გთავაზობთ წყვილებში მუშაობის წესებს:
1. მასწავლებელი კლასს ყოფს წყვილებად.
2. კლასს ეძლევა საერთო დავალება.
3. მოსწავლეები სამუშაოს ასრულებენ წყვილებში.
4. თამაშის დრო განსაზღვრულია (სამუშაოს სირთულის მიხედვით).
5. მასწავლებელი თვითონ ანაწილებს მოსწავლეების ფუნქციებს.
წყვილებში მუშაობის დროს ბავშვებს მოეთხოვებათ ყურადღების კონცენტრაცია. ისინი პასუხისმგებლობას გრძნობენ თავიანთი მეწყვილის მიმართ.
წყვილებში გამომუშავებული თანამშრომლობის ჩვევა კიდევ უფრო მტკიცდება ჯგუფური სამუშაოების შესრულებისას.
გთავაზობთ წესებს ჯგუფური მუშაობისათვის:
1. კლასი იყოფა 4-5 კაციან ჯგუფებად (გუნდებად).
2. კლასს ეძლევა საერთო დავალება.
3. დავალება სრულდება ჯგუფში.
4. ჯგუფი უნდა მუშაობდეს შეთანხმებულად, არ უნდა მოხდეს კონფლიქტი, არ უნდა ითრგუნებოდეს არც ერთი მოსწავლე.
5. ჯგუფის ყოველი წევრი უნდა ჩაერთოს საქმიანობაში.
6. სამუშაო სრულდება ერთ ფურცელზე.
7. დავალება სრულდება მასწავლებლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ დროში (10-15 წთ.).
8. ჯგუფი, რომლის წევრებიც შეთანხმებულად ვერ მოქმედებენ, მუშაობას წყვეტს.
9. ჯგუფი მუშაობს ერთი მაგიდის გარშემო.
თითოეულ ჯგუფში ერთი მაგიდის გარშემო თავს იყრიან სხვადასხვა ხასიათისა და ტემპერამენტის მოსწავლეები: აქტიურები, პასიურები, ლიდერები. ხშირად, ჯგუფებში სწორედ ამიტომ წარმოიშვება კონფლიქტი. მასწავლებელი სთავაზობს გუნდს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, თუ ამას გუნდი ვერ მიაღწევს, ანუ ვერ იპოვის გამოსავალს, ის სამუშაო პროცესიდან ვითარდება.
ჯგუფური შერჩევა სხვადასხვაგვარად ხდება: ჯგუფი შეიძლება შეირჩეს ისე, რომ თითოეულ მათგანში თანაბარი შესაძლებლობების ბავშვები გაერთიანდნენ, შეიძლება ცალ-ცალკე შედგეს ბიჭებისა და გოგონების გუნდები ან შეიძლება ჯგუფების ორგანიზება ბავშვების მეგობრული დამოკიდებულების გათვალისწინებით. შესაძლებელია შემთხვევითობის პრინციპით შერჩევაც, რათა მოსწავლეები მიეჩვიონ უცხო გარემოში ნებისმიერ პარტნიორთან ურთიერთობას. ჯგუფებად დანაწილება უნდა მოხდეს ოპერატიულად (2-3 წთ.).
შესაძელებელია მოსწავლეებმა თავდ დაადგინოს ჯგუფის მუშაობის წესები (მაგ.: ლიდერის არჩევა), მაგრამ უმჯობესია მუშაობის სისტემის შექმნა მთლიანად მივანდოთ ბავშვებს (რა თქმა უნდა, მასწავლებლის რეკომენდაციის გათვალისწინებით). კარგია, თუ ჯგუფი თვითონ აირჩევს, ვინ წარადგენს კლასის წინაშე ჯგუფის ნამუშევარს, მასწავლებელი თვალს ადევნებს მოსწავლეების მუშაობას, თუმცა ეს იმგვარად უნდა მოხდეს, რომ ბავშვებს არ შეექმნათ შთაბეჭდილება, თითქოს მასწავლებელი მათ თავზე ადგათ. მასწავლებელი არ უნდა ჩაერიოს ჯგუფის მუშაობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ჯგუფი მისგან მოითხოვს რაიმე განმარტებას, ან შეატყობს, რომ ჯგუფმა არასწორად გაიგო პირობა. აქტიური მეთოდიკითა და ჯგუფური თამაშით მუშაობისას, მასწავლებელი უკანა პლანზე გადადის. იგი გეზის მიმცემისა და მეთვალყურის როლს ასრულებს და ბოლომდე ნეიტრალურ წამყვანად რჩება.
სამუშაოს დამთავრების შემდეგ, ჯგუფები წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს, პრეზენტაციის დროს მასწავლებელი კუთხვებს არ უსვამს და არ აწყვეტინებს აზრს მომხსენებელს.
ბოლოს, ნამუშევრები შეიძლება გამოიკრას კედელზე ან დაფაზე. მასწავლებელს წინასწარ უნდა ჰქონდეს განსაზღვრული ნამუშევრების შეფასების ფორმა. სასურველია, ბავშვებმა თავად შეაფასონ სხვა ჯგუფის ნამუშევრები. პრეზენტაციის მსვლელობისას ყოველი ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ნამუევრები იკვრება დაფაზე და მიეწეება ჯგუფის ნომერი. სასურველია, მოსწავლეებმა თავად შეაფასონ ერთმანეთის ნამუშევარი: თითოეული მოსწავლე ასახელებს, მისი აზრით, საუკეთესო ჯგუფურ ნამუშევარს (გარდა საკუთარის) და ასაბუთებს, რა კრიტერიუმებით (ჩამოყალიბებული აზრის, ორიგინალური გადაწყვეტა, მხატვრული გაფორმება, შთამბეჭდავი პრეზენტაცია და ..) იხელმძღვანელა შეფასებისას. ყოველი გამომსვლელის აზრს მასწავლებელი დაფაზე აფიქირებს - წერსპლუსსსათანადო ნამუშევრის ქვეშ. ქულების (პლუსების) რაოდენობა გამოავლენს გამარჯვებულს. თუმცა მასწავლებელმა აუცილებლად უნდა შეაქოს ყველა ჯგუფი და აღნიშნოს, რომ ყველამ საინტერესოდ იმუშავა. შეფასება შეიძლება მოხდეს მცირე დისკუსიის შემდეგ, რომლის დროსაც მასწავლებელსა და ბავშვებს შესაძლებლობა ეძლევათ შეკითხვები დაუსვან თითოეული ჯგუფის წევრებს.
მასწავლებელმა წინასწარ უნდა განსაზღვროს, რა დრო უნდა დაეთმოს დავალების შესრულებას, პრეზენტაციებსა და ნამუშევრების შეფასებას.
შემდეგ მასწავლებელი კლასს ყოფს 4-5 კაციან ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს ურიგებს წინასწარგამზადებულ ფურცლებს, რომელზეც 2-2 ანდაზაა დაწერილი.
ჯგუფი
√ მგელს მუხლები აჭმევსბრძენს - თავიო (მუხლმაგარი)
√ ძაღლი მორჩილებს პატრონსა ერთგულებისა წესითამოამშიეროსკარს უცავს ვაებითა დაკვნესითა. (მორჩილიერთგული მცველი)
II ჯგუფი
√ მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენის კი ცხვრისკენ იხედებოდაო. (მტაცებელიურჩი)
√ ძაღლის პატრონს სიყვარული აბერებსი. (მოყვარული)
III ჯგუფი
√ მგელს ტკბილი სიტყვებით ვერ მოიშინაურებო (მოუთვინიერებელი)
√ ძაღლის ერთგულებას არაფერი ედრება კაცისთვისაო (ერთგული)
IV ჯგუფი
√ მგლისთვის ცხვარი ვის მუბარებიაო (დაუნდობელი)
√ ძაღლი კოჭლობით არ მოკვდებაო (ამტანი)

ჯგუფი


√ მგელს უთხრესშენ ცხვარში უნდა გაგგზავნოთშენი შვილი კი - კრავშიომგელი შეხტა დაშემოტრიალდააქაც მე უნდა წავიდე და იქაცო. (გაუმაძღარიხარბი)
√ ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო (გამტანი)
თითოეულმა ჯგუფმა 5 წთ-ის განმავლობაში უნდა იმსჯელოს და გააანალიზოს მოცემული ანდაზები.


პრეზენტაციის დროს თითოეული ჯგუფის წარმომადგენელი (შეიძლება 2) კითხულობს ანდაზებს და ასახელებს იმ თვისებებს, რომელიც ჯგუფის აზრით, მნიშვნელოვანია ანდაზაში.
მასწავლებელი დაფაზე ჩამოწერს ამ სიტყვებს და ავსებს ვენ-დიაგრამას. მარცხნივ ჩამოწერს იმ თვისებებს, რომელიც ძაღლს ახასიათებს, მარჯვნივ კი - იმას, რომლითაც ახასიათებენ მგელს.
ბოლოს მასწავლებელი მიმართავს მთელ კლასს:
დაფიქრდით და უპასუხეთგვანან თუ არა ისინი ერთმანეთსაქვთ თუ არა რაიმე საერთო?
წრეების გადაკვეთაში იწერება ის თვისებები, რომლებიც საერთოა ორივესთვის.
ვენდიაგრამის საშუალებით, რომელსაც მასწავლებელი სამუშაოს დასრულების შემდეგ კითხულობს, მოსწავლეები კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაინახავენ, თუ რით გვანან და რით განსხვავდებიან მგელი და ძაღლი ერთმანეთისგან.
სამუშაოს შეჯამების შემდეგ, მასწავლებელი მოსწავლეთა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ჩამონათვალი, რომელიც გონებრივი იერიშის შედეგად მივიღეთ, საშუალებას გვაძლევს ვიმსჯელოთ, თუ როგორია მგელი და როგორია ძაღლი. თითოული სიტყვას კი დაესმის კითხვა როგორი?
მეტყველების ნაწილს, სიტყვას, რომელიც გამოხატავს საგნის ნიშან-თვისებას და მოგვიგებს კითხვაზე - როგორი? - ზედსართავი სახელი ეწოდება.
მიუხედავდ იმისა, რომ მეორე კლასში გრამატიკა ცალკე საგნად არ ისწავლება, მისი ელემენტები სასწავლო პროგრამით მაინც არის გათვალისწინებული. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, მისი სწავლება არა ცალკე, განყენებულად, არამედ ტექსტთან მიმართებაში, ტექსტის სწავლების პარალელურად.

ამის შემდეგ მასწავლებელი მიუთითებს მოსწავლეთა წიგნში მოთავსებულ მასალაზე - „მგელი და ძაღლიდა პაუზით კითხვის მეთოდით თხოვს წაიკითხონ მოცემული ტექსტის I ნაწილი.
მგელი და ძაღლი
ერთხელღამითგამხდარი მგელი შეხვდა მაძღარფუნჩულა ძაღლს და შეეხარბა მისი ცხოვრება.
ჩვენ, - თქვა მგელმა, - გაწამებულნი ვართ საჭმელისათვისრამდენი შრომარამდენისაშიშროება გადაგვაქვსორმოცდაათ კილომეტრამდე გავირბენ დღეში და მაინც ვერ ვძღებიშენკიაიროგორი ფუნჩულა ხარმითხარირას აკეთებრატომ ჰყავხარ ადამიანს ასეთ კარგყოფაში?
ღამღამობით ეზოს ვყარაულობ და სწორედ ამიტომ მაჭმევს პატრონი - მიუგო ძაღლმა.
ამიტომ გაჭმევს პატრონი? - ჰკითხა მგელმა.
ამიტომჩვენთან თუ იმსახურებშენც ასევე გაჭმევენ.
რატომ არ ვიმსახურებმიუგო მგელმა, - ამ საქმეზე იოლი რა იქნებაახლავე წამოვალ შენსპატრონთანმიმიღებს?
მიგიღებს.
პაუზა
დაფიქრდით და გამოთქვით თქვენი ვარაუდი:
გაჰყვება თუ არა ბოლომდე მგელიდაბრუნდება თუ არა მგელი ტყეშირატომ?
მოსწავლეთა მსჯელობამ კლასში ხმაური რომ არ გამოიწვიოს, მასწავლებელი მათ სთავაზობს, ისარგებლონ . . მიკროფონით.
ვაგრძელებთ კითხვას:
გახარებული მგელი გაჰყვა ძაღლსეზოს რომ მიუახლოვდამგელმა შეამჩნიარომ ძაღლს კისერზებალანი ჰქონდა გაცვენილი.
ეს რატომ გაქვს? - ჰკითხა მან.
ისე, - მიუგო ძაღლმა.
არა მითხარი!
დღისითჯაჭვით მაბამენ ხოლმე და იმისგან მაქვს, - უთხრა ძაღლმა.
მაშმშვიდობითსჯობს ვიშიმშილომაგრამ თავისუფალი ვიყო! - თქვა მგელმა და სწრაფადგაბრუნდა უკან.
კითხვები დისკუსიისთვის:
1. გამართლდა თუ არა თქვენი ვარაუდი?
2. რა ვერ დათმო მგელმა და რატომ?
სავარაუდო პასუხი: თავისუფლება.
ხომ ვერ გაიხსენებთ რომელიმე თხზულებას განვლილი მასალიდან, სადაც სწორედ თავისუფლებაზეა საუბარი? („ჩიტი და ბავშვები“)
მაწავლებელი მიმართავს კლასს:
რა არის თქვენთვის თავისუფლება?
მასწავლებელი დაფაზე ხაზავს აზრობრივ რუკას და მოსწავლეების დახმარებით ავსებს მას სავარაუდოდ:
კითხვები დისკუსიისთვის:
1. აქვს თუ არა ზღვარი თავისუფლებას?
2. რა მოხდება ყველა ის რომ აკეთოსრაც უნდაგაუსვით ქვეშ ხაზისიმშვიდეომიარეულობაქვეყანა აშენდებაქვეყანა დაინგრევა.
3. შეიძლება თუ არა ადამიანმა იცხოვროს თავისუფლადშეზღუდვის გარეშე ისერომ ანგარიშიარ გაუწიოს სხვას (მშობლებიმეგობრებიმეზობლები)?
4. ნიშნავს თუ არა თავისუფლება საკუთარ მოქმედებაზე პასუხისმგებლობასაც?
5. როგორ გესმით რას ნიშნავს პასუხისმგებლობა?
მეთოდური რეკომენდაციები
დისკუსია
ინტერაქტიური მეთოდიკის ერთ-ერთ ეფექტურ ხერხს წარმოადგენს დისკუსია. იგი ხელს უწყობს ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, როგორიცაა: აქტიური მოსმენა, საკუთარი აზრის გამოთქმა და არგუმენტაცია, მსჯელობა, სხვისი მოსმენა - გათვალისწინება, განსხვავეული აზრის გაზიარების უნარი.
დისკუსიის წარმატების ჩატარებისათვის საწიროა კლასში იყოს ნდობის და ურთიერთპატივისცემის ატმოსფერო, სადაც, პირველ ყოვლისა, მასწავლებელი უნდა იყოს მისაბაძი მაგალითი.
დისკუსიის სწორი წარმართვისათვის აუცილებელია მისი ორგანიზება და რეგულირება, დისკუსიის მონაწილეები უნდა იცავდნენ წესებს, რომლებსაც მასწავლებელთან ერთდ თავად ჩამოაყალიბებენ. წესების ჩამონათვალი შეიძლება ამგვარი იყოს:
1. როცა ერთი ლაპარაკობს, სხვები უსმენენ;
2. აიწიე ხელი, როცა რაიმეს თქმა გსურს;
3. არ გააწყვეტინო სხვას სიტყვა;
4. არ უნდა გაიცინო, როცა სხვა ლაპარაკობს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი ხუმრობს;
5. კამათში ყველა მონაწილეობს;
6. და სხვა წესები (რასაც კლასი დამატებით შემოგთავაზებს).
დისკუსია იწყება მოტივაციით, რომელიც გულისხმობს: პრობლემის დასმას ან კონკრეტული შემთხვევის აღწერას, ლექსის ან სიტუაციის ამოცანის წაკითხვას, ილუსტრაციის ჩვენებას, მელოდიების მოსმენას.
მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს კითხვებსრაროგორრატომრა მოხდებოდარომრამ იქონიაგავლენაარის თუ არა ალტერნატივა?
დისკუსის მსვლელობა:
·         თითოეულ მონაწილეს შეუძლია გამოსვლა წამყვანის - მასწავლებლის ან კლასის მიერ არჩეული ლიდერის ნებართვით;
·         დაუშვებელია მონაწილეებს შორის დაპირისპირება;
·         დისკუსიის მონაწილეები უნდა შეეცადონ, რომ თითოეული აზრი იყოს დასაბუთებული და ფაქტებით განმტკიცებული;
·         თითოეულ მონაწილეს უნდა მიეცეს აზრის გამოთქმის საშუალება;
·         თითოეული გამონათქვამი ყურადღებით უნდა იყოს განხილული;
·         განხილვა მოითხოვს კორექტულობას, ურთიერთპატივისცემას;
·         დაუშვებელია დამამცირებელი გამონათქვამები.
მასწაველებლი მიმართავს კლასს:
√ როგორ გგონიათგანაპირობებს თუ არა მგლისა და ძაღლის განსხვავებას მათი ცხოვრების წესიან გარემო პირობებითუ პირიქითის გარემორომელშიც უნდათ ცხოვრებამოქმედებს მათქცევასა და თვისებებზე.
მასწავლებელი სთხოვს ბავშვებს, წარმოიდგინონ სად და როგორ ცხოვრობს თითოეული მათგანი და, აქედან გამომდინარე, ერთად შეავსონ წინასწარგამზადებული სქემა.
მსჯელობისას, გაკვეთილზე მათავარი თემის - თავისუფლების, გარდა შეიძლება უამრავი სხვა პრობლემაც დაისვას. მაგ.: ბუნებრივია, წამოიჭრება უპატრონო ძაღლების პრობლემა, რომელიც მასწავლებელმა თავისი შეხედულებისამებრ ახალი დისკუსიის საგნად შეიძლება აქციოს (მაგ.: ძაღლების თავშესაფარი, ბავშვების როლი ამ საქმეში და ..).
საუბარი შინაური ცხოველებიდან ადამიანის სწორი დამოკიდებულებისა და ურთიერთობის შესახებ ბევრ რამეზე დააფიქრებს მოსწავლეებს. მასწავლებელი, ითვალისწინებს რა შინაური ცხოველებისადმი, განსაკუთრებით ძაღლებისადმი, ბავშვების დამოკიდებულებას, კლასს უსვამს შემდეგ შეკითხვებს:
√ გყავთ თუ არა სახლში შინაური ცხოველი?
√ სიყვარულის გარდაგრძნობთ თუ არა რაიმე მოვალეობას მის მიმართ?
ამის შემდეგ მასწავლებელი კლასს ყოფს 4-5 კაციან ჯგუფებად (დაუსრულებელი ისტორია). მასწავლებელი აძლევს დავალებას და უკითხავს სავარჯიშოს პირობას:
პატარა ბიჭი ოცნებობდა ყოლოდა ძაღლირომელთანაც ითამაშებდა და იმეგობრებდაიმდენად დიდიიყო ბიჭის ეს სურვილირომ მშობლებმა ერთ მშვენიერ დღეს პატარა ლეკვი უყიდესიმ პირობითრომლეკვს თვითონ მოუვლიდაძაღლთან თამაში გაგიხარიამაგრამ მოვლა ბევრად უფრო ძნელიაღმოჩნდა... ბიჭს ეზარებოდახან სულაც ავიწყდებოდა მისი კვება და გასეირნებამშობლებიბუნებრივიაუკმაყოფილონი იყვნენუკმაყოფილო იყო ძაღლიცერთ საღამოს ქუჩაში გასული ძაღლიშინ აღარ დაბრუნდა...
0x01 graphicდაასრულეთ ისტორია. მუშაობისთვის გეძლევათ 10-15 წთ. მოუძებნეთ ისტორიას თქვენეული დასასრული, შეგიძლიათ დაასრულოთ კიდეც.
√ შეეცადეთ დაადგინოთ ძაღლის დაკარგვის მიზეზი.
√ ვინ იყო დამნაშავე?
√ როგორ გგონიათბიჭს რომ ეზრუნა მასზეძაღლი მასთან დარჩებოდა თუ არა?
√ ჩამოთვალეთ ის მოვალეობებირომელიც ადამიანს შინაურ ჩხოველებზე ზუნვას აკისრრებს.
პრეზენტაციის შემდეგ, სასურველია, მსაწავლებელმა კიდევ ერთხელ შეაჯამოს ნამუშევრები და ხაზი გაუსვას იმ მოვალეობას და პასუხისმგებლობას, რომელიც ეკისრება ადამიანს შინაური ცხოველების მიმართ.
მეთოდური რეკომენდაციები
დაუსრულებელი ისტორია
დაუსრულებელი ისტორია ჯგუფურ სამუშაოს ერთ-ერთი საინტერესო ფორმაა, რომელიც საუკეთესოა მოსწავლის ფანტაზიისა და შემოქმედებითი აზროვნების გასავითარებლად. იგი ჯგუფური სამუშაოსათვის დამახასიათებელი ყველა უნარ-ჩვევის გამოყენებას მოითხოვს.
ჯგუფები ყურადღებით ისმენენ მასწავლებლის მიერ შემოთავაზებულ ამბავს, რომლის დასასრულებლად ეძლევათ 15 წუთი.
ეს საკმაოდ რთული პროცესია, რომლის დროსაც ჯგუფის წევრები მსჯელობენ, აზროვნებენ, გამოთქვამენ და ასაბუთებენ საკუთარ აზრს და იზიარებენ ერთმანეთის მოსაზრებებს, თანმხმდებიან და ერთად იგონებენ ამბის დასასრულს. შემდეგ წერილობით აყალიბებენ უკვე შეთანხმებულ დასასრულს. შესაძლებელია ნამუშევარი ილუსტრაციით გააფორმონ, რათა იგი პრეზენტაციისათვის უფრო საინტერესო გახდეს.
დამატებითი ინფორმაცია მოსწალეთათვის
მასწავლებელი უყვება მგლების, ამ მტაცებელი ცხოველების ცხოვრების წესსა და გარემოს შესახებ. მგლებს მოწესრიგებული და მკაცრი ცხოვრების წესი აქვთ. ცხოვრობენ ოჯახებად. ოჯახი 6-7 წევრისგან შედგება. მგლები მხოლოდ ერთხელ წყვილდებიან და სიცოცხლის ბოლომდე რჩეულის ერთგულნი რჩებიან. დედა მგელს შვილების გაზრდაში და (ლეკვების დეიდა) ეხმარება, საჭიროების შემთხვევაში დეიდა ძუძუსაც კი აწოვებს დისშვილებს.
თუ მგლებს რთული პირობები შეექმნათ (დიდი თოვლი, საკვების ნაკლებობა, ტყის გაჩეხვა), გადარჩენის მიზნით რამოდენიმე ოჯახი ერთიანდება დაძალა ერთობაშიასპრინციპით ერთად ნადირობს და ნადავლს ინაწილებს. ამბობენ, სხვადასხვა ადგილას მგელი სხვადასხვაგვარად ნადირობსო (ტრამალის მგელი სწრაფია და ამის წყალობით სირბილით დაქანცული მსხვერპლს ადვილად იჭერს, მთის მგელი ვიწროებში მიიმწყვდევს თურმე მსხვერპლს, ცხვარზე მონადირე მგელი ფარას დაჰყვება).
მასწავლებელი შეძლებისდაგვარად განიხილავს ამ ცხოველების საჭიროებასა და ფუნქციებს. აწვდის დამატებით ინფორმაციას მათზე და გამოკვეთს მათ ადგილს ბუნებაში. ხაზს უსვამს სხვაობას შინაურსა და გარეულ ცხოველებს შორის. თუ გარეული ცხოველისთვის აუცილებელია თავისუფალ გარემოში ცხოვრება, შინაური სწორედ ამით განსხვავდება მისგან, რომ ადამიანმა შეაგუა იგი თავის ლოკალურ გარემოს, დაიმორჩილა და მასზე დამოკიდებული გახადა. ბოლოს კი, დასძენს, რომ, მიუხედავად ამისა, გარეული და შინაური ცხოველები საჭირონი არიან და თავთავიანთიო შეუცვლელი ადგილი უჭირავთ ბუნების ერთიან სასიცოცხლო ჯაჭვში. რათა დისკუსია და ფიქრი გაგრძელდეს, მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, შინ იფიქრონ თემაზე: საჭოროა თუ არა ზოოპარკი და ცირკი. დაწერონ და შეძლებისდაგვარად დაასურათონ შემდეგი თემები: „ერთხელ ზოოპარკში“. „ერთხელ ირკში“.
რჩევა მასწავლებლებს:
ურჩიეთ მოსწავლეებს წაიკითხონ. სულაკაურისბიჭი და ძაღლი“.



მეთერთმეტე კლასელებისათვის


https://edu.aris.ge/news/2018-wlis-ertian-erovnul-gamocdaze-qartuli-enis-argumentirebuli-eses-shefasebis-kriteriumebi.html


https://naec.ge/uploads/postData/EEG-2017/eeg-programebi-2018.pdf



No comments:

Post a Comment