ავტორი სოფიო ნატროშვილი (მე-6 კლასი)
ნაწყვეტი მაიას დღიურიდან
22 მარტი 2014წელი
„დიდი თავგადასავალი სასადილოში“
დღეს ძალიან საინტერესო
დღე მქონდა. მე და სესილიას შუადღისას ისე მოგვშიებია, რომ გადავწყვიტეთ აღმზრდელების
სასადილოდან, შოკოლადის ორცხობილებიმოგვეპარა, ამას მხოლოდ გადარეულები თუ იზამდნენ,
რადგან ჩველს ინტერნატში მკაცრად იკრძალება იქ ბავშვების შესვლა, ხოლო შეპარვა?! ნუ
მკითხავთ.
მოკლედ გავიპარეთ,
უი! დამავიწყდა, ალბათ იფიქრეთ თუ რატომ არ შევედით ბავშვების სასადილოში, რადგან იქ
მერი ჩედერი იდგა, ჩვენ რომ დავენახეთ, არ ვიცი დღეს თუ საერთოდ დღიურს ხელში დავიჭერდი.
მოკლედ, ჩვენი ოთახიდან
გავიპარეთ. გრძელი დერეფანი გავიარეთ, გზად კი ჩვენი ზედამხედველი შეგვხვდა, კიდევ
კარგი სათვალეები არ ეკეთა, შორიდან ლარნაკები ვეგონეთ. დავბრუნდით ოთახში, რომ ეჭვი
არ აეღო. რა მდენიმე წუთის შემდეგ გავედით და დიდი სირთულეების მიუხედავად
მივაღწიეთ სასადილოს.
კარს პატარა ფანჯარა
ჰქონდა, შიგ შევიჭყიტეთ, ასე ვიტყვი „დავზვერეთ“ იქაურობა, ფეხების კანკალით შევედით
და ლანგარზე დაწყობილი ორცხობილები ავიღეთ. სესილიამ ერთი-ორი პირში ჩაიტენა, შემდეგ
კი კაბისაგან კალთა გაიკეთა და შიგაც ჩაყარა.
ახლა იწყება რაც იწყება,
ფანჯარაში ჩედერი, ინტერნატის დირექტორი და მფლობელი დავინახეთ. ფართხაფურთხით შევძვერით
ბოლო მაგიდის ქვეშ. კარგად ჩავიმალეთ.
შემობრძანდნენ ცხვირაბზეკილები
და ჩვენდა საუბედუროდ, ამ ბოლო მაგიდაზე დასხდნენ. სესილია სიცილისაგად იგუდებოდა,
მე კი ვნერვიულობდი, რადგან ის ჩემი შექომაგებული იყო. ამ დროს ჩედერმა თავისი ბანტიანი
ფეხსაცმელი გამოყო და პირდაპირ თვალში მოახვედრა სესილიას, ხოდა რო იკივლა, ამის კივილი
და მათი ჩამოხედვა ერთი იყო. მოკლედ ორივე დავისაჯეთ, მითუმეტეს მე და ეხლა ვფიქრობ,
რატო დავიპარებოდით, თუ სადილამდე მხოლოდ ოცი წუთი იყო დარჩენილი.
(დაიბეჭდა გაზეთში - „ახალი განათლება“ #12 2017 წლის 30 მარტი)
No comments:
Post a Comment